OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი , აღმაშენებლის გამზირი , N 106; ქალაქი თბილისი , გამზირი დავით აღმაშენებელი , N 106

AR11156631ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისხვა დანიშნულება12 აგვისტო, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8066244
გადაწყვეტილების თარიღი
1 სექტემბერი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რამაზი ხვედელიძე
დეველოპერი (ს/კ)
202198237

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ბეჟან მესხი
    პირადი ნომერი
    *********87
    ორგანიზაცია
    შპს მარენო
    საიდენტიფიკაციო კოდი
    202198237
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ბადრი მეზვრიშვილი
    პირადი ნომერი
    *********79
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით
    სახელი
    ბადრი მეზვრიშვილი
  • სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევა
    სახელი
    ლალი ანდრონიკაშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.08.007.007.03.501
მესაკუთრე
შპს "მარენო" (202198237)
ფართობი
94 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11156631
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
12 აგვისტო, 2026
სახეობა
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 1 სექტემბერი, 2026 (83 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 ოქტომბერი, 2026ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 23 ოქტომბერი, 2026
  2. 1 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N29, 27.08.2026), რომლის დასკვნის საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. აგრეთვე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები: 1. ძეგლის არქიტექტურული პროექტი ​- წარმოდგენილ იქნეს საინვენტარიზაციო გეგმები. - წარმოდგენილ იქნეს სარდაფში ჩასასვლელი კიბის, წინფრის, ღიობებისა და ფასადზე არსებული კიბეების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. - ნახაზები დაიღერძოს და მითითებულ იქნეს გაბარიტული ზომები. - გამიჯვნის შედაგად მიღებული ოთახების ფართოებები არ არის შესაბამისობაში 41-ე დადგენილების 1208.3 ქვეთავის მოთხოვნებთან. - დატანილ იქნეს არსებული წყალმომარაგების ხაზობრივი ნაგებობა და მასთან მიერთების სქემატური ნახაზები. დატანილ იქნეს სამზარეულოს ნიჟარამდე მისასვლელი წყალმომარაგება-წყალარინების ნახაზები. - წარმოდგენილ იქნეს საკანალიზაციო ჭის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად ფოტოსურათები შენობიდან დაშორების მანძილების მითითებით. - გეგმებზე დატანილ იქნეს წილობრივი საკადასტრო კოდები და არსებულ და საპროექტო გეგმებზე დატანილ იქნეს დაზუსტებული ფართობები ამონაწერის შესაბამისად. - ჭრილები და ფასადები დაიღერძოს გეგმების შესაბამისად. დატანილ იქნეს ზომები და სიმაღლის ნიშნულები ჭრილებზეც. - წარმოდგენილ იქნეს ინტერიერის ყველა საპროექტო არეალის ფოტომონტაჟები იდენტური ხედის ფოტოსურათებით. აღნიშნული ფოტოსურათების გადაღების კუთხე და მდებარეობა მონიშნულ იქნეს სართულის გეგმაზე. - ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციის შესაბამისად ხის შუშაბანდის სვეტების ჩანაცვლება არ არის მიზანშეწონილი. აგეთვე დაზუსტდეს შუშაბანდის შელამფული ჭერის საპროექტო მასალა და გრაფიკულად გამოიხაზოს შესაბამისად. 2. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ​გათვალისწინეთ, რომ რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია. შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციაში „დემონტაჟის“ სამუშაოები არ უნდა იყოს ნახსენები; 3. წარმოდგენილ იქნეს კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების დასაშვებობასა და უსაფრთხოების შესახებ. 4. საპროექტო დოკუმენტაციაზე (ფოტომონტაჟზე) მოინიშნოს საპროექტო ფართების საზღვრები და მიეთითოს შესაბამისი წილობრივი საკადასტრო კოდები. საერთო სარგებლობის კიბის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წარმოსადგენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობით. 5. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 50 ლარს. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გაცნობებთ, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს ბიუჯეტში, სახაზინო კოდზე: 300773100 (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოებისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა). ხოლო, დანიშნულებაში მიეთითოს განაცხადის ნომერი. ხარვეზების გამოსწორებისათვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  3. 1 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8066244
  4. 12 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა