OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, კახეთის გზატკეცილი, N 131

AR11156824ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება15 აგვისტო, 2026- ლილო
საერთო ფართობი
872,6 მ²
განაშენიანების ფართობი
1 441,5 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
1 735 მ²
სიმაღლე
10,8 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3,6 მ
სამშენებლო მოცულობა
5 400 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8063824
გადაწყვეტილების თარიღი
31 აგვისტო, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მაზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205035825

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    შპს აგროზონა
    ორგანიზაცია
    შპს აგროზონა
    საიდენტიფიკაციო კოდი
    205035825
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ირაკლი მაზიაშვილი
    პირადი ნომერი
    *********93
  • თანაავტორები
    სახელი
    კახა გიორგობიანი
  • სპეციალისტიIII კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთ
    სახელი
    ილია ხავთასი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.15.003.725
მესაკუთრე
შპს "აგროზონა" (205035825)
ფართობი
1 735 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11156824
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
15 აგვისტო, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 31 აგვისტო, 2026 (84 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 სექტემბერი, 2026ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 12 ოქტომბერი, 2026
  2. 31 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ამ ეტაპზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ ზოგადი სახით, ხოლო დაზუსტებული ინფორმაცია ხარვეზებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ გეცნობებათ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ კანონით განსაზღვრულ ვადაში. 1. მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები. მითითებულ იქნას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების რეკვიზიტებიც: ბრძანების ნომერი:7996568; ბრძანების თარიღი: 09/07/2026 2. იმისთვის რომ არქიტექტურის სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს მიმდინარე განცხადებაზე, საჭიროა საპროექტო შენობის ფუნქცია და ნომენკლატურა შეუსაბამოთ დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ან შეიტანოთ ცვლილება და დაიფიქსიროთ შეცვლილი ფუნქცია. საჭიროების შემთხვევაში გიაქტიურებათ ნომენკლატურის ცვლილების ღილაკი, რის შემდეგაც განაცხადი გადაიგზავნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განსახილველად; ასევე გეგმარება და ვიზუალი არ გავს სავაჭრო ცენტრს, საჭიროა დაკორექტირდეს. 3. წარმოდენილ იქნას არსებული სიტუაციის ამსახველი განახლებული, დღეის მდგომარეობით დათარიღებული ფოტოსურათები. 4.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გენ.გეგმაზე დაიტანეთ სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელი და მისი ზომები შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად. გენ.გეგმაზე დატანალი და დაცული იქნას განაშენიანების რეგულირების ხაზი უკანა ეზოსთვის და რეგულირების წითელი ხაზი. გენ.გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს, ღერძების ხაზებს, გაბარიტულ და ღერძულა ზომებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების გრუნტთან მიბმის მონაცემებს/ნიშნულებს, გადახურვის ნიშნულებს, გამწვანებას და სხვა კეთილმოწყობის ასპექტებს (ტროტუარი, გზა და ა.შ). დაიტანეთ მისაწვდომი სვლაგეზი საზოგადოებრივ სივრცემდე. წარმოსადგენია ტოპოგრაფიული გეგმა. 5. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას სრულყოფილი გრაფიკული დოკუმენტაცია დამუშავებული 41-ე და 732-ე დადგენილებების შესაბამისად. გეგმებზე დაიტანეთ ავეჯი. 41 დადენილების გეგმების დოკუეტნაციაზე დამკავებლები მითითებულ იქნას ფაქტორიალის შესაბამისად დაიტანეთ მაქსიმალური დიაგონალები და გასასვლელებს შორის მანძილები 1015 ქვეთავის შესაბამისად. დაიტანოთ პანდუსის დახრის პროცენტულობა და პარამეტრები სრულად. გეგმებზე ექსპლიკაციები დაიტანეთ სრულად. თითოეული სართულის გეგმაზე დაიტანეთ საპროექტო ნიშნულები და პარამეტრები სრულყოფილად. 6-1 ფასადზე ტერასით საჭიროა დაცულ იქნას მიჯნის ზონა 01.19.15.003.025 ნაკვეთის მიმართ. 6.შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი: ჭრილის დოკუენტაცია დამუშავდეს 41-ე დადგენილების შესაბამისად. 7..შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> ფასადების pdf ფაილი: დაიტანეთ ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომები, სართულებისა და არქიტექტურული ნაწილების მიხედვით ნიშნულები, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში ჩვენებით. შენიშვნა: შენობა-ნაგებობის ფასადის ნახაზზე უნდა აისახოს ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალის ზომები. წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალური ნახაზებს). წარმოდგენილ იქნას არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია; საზოგადოებრივი სივრცის მხარეს 0.00 ნიშნულზე გაითვალისწინეთ მაღალი ხარისხის მასალები; წარმოდგენილ იქნას მიწისქვეშა სართულის განშლა -3.40 ნიშნულზე. მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; - მიწისპირა სართული - სართული, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება. 8.შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშვებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); საპროექტო შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ, რომ დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს სიმაღლის ანგარიში უკანა ეზოს მხრიდან. 9.ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : წარმაოდგინეთ რეალურ გარემოზე მორგებული ფოტომონტაჟი და საპროექტო შენობის ყველა ფასადის ვიზუალიზაცია ზომების , მოსაპირკეთებელი მასალების და მათი ფერების მითითებით. ფოტომონტაჟის ველში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისთვის შეუსაბამო ვიზუალიზაცია. 10.საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : კ1 კოეფიციენტის კროკი მიწისპირა სართულზე წარმოადგინეთ შენობის გარე კონტურზე. ვექტორულ ფაილში წარმოდგენილ იქნას ფუნქციების პროცენტული გადანაწილების ანგარიში 11. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი -> გამწვანების პროექტის pdf ფაილი: საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; აღნიშნულის წარმოდგენის შემდეგ საკითხი განსახილველად გადაიგზავნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. 12. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. .. ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა

    მეტის ჩვენება
  3. 31 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8063824
  4. 14 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 14 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 14 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები7

ყველას ჩვენება (7)
  • 14.08.2026.pla

სხვა ფაილები9

ყველას ჩვენება (9)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა