ქალაქი თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა, N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8057483
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 აგვისტო, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მერაბ ხაჩატურიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405007200
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.23.009.061
- მესაკუთრე
- შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" (405007200)
- ფართობი
- 33 872 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.23.009.061საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11157224
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 18 აგვისტო, 2026
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი: 1. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ტოპოგრაფიული გეგმიდან დგინდება, ტერიტორიაზე რელიეფი სწორეა და ამ სიმაღლე საყრდენი კედლის მოწყობას არ საჭიროებს. შესაბამისად მაქსიმალურად შემცირდეს საყრდენი კედლის სიმაღლე. ასევე მოთხოვნის ტექსტში განიმარტოს საყრდენი კედლის მოწყობის აუცილებლობაზე. წარმოადგინეთ საყრდენი კედლის განთავსების ადგილის არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. საჭიროების შემთხვევაში მოეწყოს ღობე. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმაად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემოღობვა დასაშვებია არაუმეტეს 2,2 მეტრი სიმაღლის ღობით, ამასთან ღობის ყრუ ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს გრუნტის ზედაპირიდან 1,8 მეტრს. იმ შემთხვევაში თუ აუცილებელი იქნება საყრდენი კედლის მოწყობა წარმოსადგენი გექნებათ ადგილის არსებული სიტუაციის ფოტოსურათები და ფოტომონტაჟი. გეგმება და ჭრილი მიწაში ჩაღრმავების ჩვენებით. მიეთითოს საყრდენი კედლის მოცულობა და გაითვალისეინეთ, რომ მოცულობა უნდა დაიანგარიშოთ მიწაში ჩაღრმავების ჩათვლით. წარმოსადგენია საყრდენი კედლის განშლა და აქსონომეტრიული ხედები, საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ნაწილი შესაბამისი განმარტებით და ნახაზებით. 2. საპროექტო ადგილას ასევე ფიქსირდენა მილსადენი (საკ. კოდით #01.01.834) მესაკუთრე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი". საჭიროა წარმოადგინოთ შპს "ჯორჰიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული გრაფიკული ნაწილი. 3. აეროგადაღებიდან დგინდება რომ ტერიტორიაზე არსებული #06/1 და #08/1 შენობები დემონტირებულია. მოხდეს საკადასტრო გეგმის ნახალება. 4. წარმოდგენილი მინდობილობა ძალაშია 2026 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. ამ ვადის შემდეგ წარმოების გაგრძელების შემთხვევაში განახლებული მინდობილობა გექნებათ წარმოსადგენი. 5. წარმოსადგენია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაში“ წარდგენილი პროექტები. 6. ასევე, წარმოსადგენია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული საბოლოო, უპირობო თანხმობა. 7. სამსახურის მიერ 25.08.2026წ. 60-0126237843 წერილით საკითხი გადაგზავნილია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში პოზიციის დასაფიქსირებლად, აღნიშნული პოზიციის მიღებამდე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე ეს პასუხი გეცნობებათ შეტყობინების სახით, რის შემდგომაც საჭიროა შემოაბრუნოთ განაცხადი განსახილველად. 8. ვინაიდან საპროექტო ნაკვეთი ექცევა სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეალში, საკითხი გადაგზავნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (წერილის ნომ.: 25.08.2026წ. 60-01262371893) შესაბამისად პასუხი გეცნობებათ დამატებით. განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ხარვეზების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8057483
- 18 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
- 18 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
- 18 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა