ქალაქი თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N 81
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8061037
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 აგვისტო, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ანა ჯიბუტი
- დეველოპერი (ს/კ)
- 203840433
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.10.003.025
- მესაკუთრე
- სახელმწიფო (203840433)
- ფართობი
- 6 377 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.10.003.025საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11157554
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 20 აგვისტო, 2026
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → განუხილველი
- 27 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) — სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; ( იხილეთ შესაბამისი ფენა http://maps.tbilisi.gov.ge/ მიწათსარგებლობის გენგეგმა/გამწვანებული ტერიტორიები/რზ-2) განაცხადით მოთხოვნილი ობიექტი - ღია ავტოსადგომი აღნიშნულ ზონაში საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში მიმართოთ სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ოფიციალურ პორტალზე Urban.tbilisi.gov.ge-ზე. 2.ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : წარმოდგენილ იქნას არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟი ზუსტი გაბარიტული ზომების, სიმაღლის ნიშნულებისა და საპროექტო მასალების დატანით 3."ფაილის მიმაგრება -> "ფაილი მიამაგრეთ სურვილის შემთხვევაში: - შესწორდეს ღობე. გაითვალისწინეთ, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთის (გარდა, ლსზ-სა და რზ1-ს„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთის (გარდა, ლსზ-სა და რზ1-ა) შემოღობვა შესაძლებელია არაუმეტეს 1,8 მეტრი სიმაღლის არაყრუ ღობით; ზემოაღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდეს საპროექტო დოკუმენტაცია. - საკადასტრო გეგმაზე სრულყოფილად ასახეთ ღობე 4. წარმოდგენილ იქნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 5. წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა წინამდებარე განცხადებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობაზე. 6. წარმოდგენილ იქნას კ-3 კოეფიციენტის ანგარიში. გაითვალისწინეთ, ვინაიდან საპროექტო ნაკვეთზე ვრცელდება ორი ზონა (სარეკრეაციო ზონა-2 და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა1) საჭიროა დაცული იქნას ორივე ზონის პირობები. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 30 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8061037
- 20 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ვიზუალიზაცია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა