OpenCAD
ხელახლა განხილვაზე

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა

AR11157821ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება18 სექტემბერი, 2026- დიღომი
საერთო ფართობი
315,3 მ²
განაშენიანების ფართობი
368 მ²
საცხოვრებელი ფართობი
122,7 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
52 093 მ²
სიმაღლე
6,5 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
0,5 მ
სამშენებლო მოცულობა
1 104 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
გიორგი ბუზარიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
203840433

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    აკაკი კაჭახიძე
    პირადი ნომერი
    *********31
    ორგანიზაცია
    შპს სპორტული კლუბი იბერია 1999
    საიდენტიფიკაციო კოდი
    405766826
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    გიორგი ბუზარიაშვილი
    პირადი ნომერი
    *********21
    ორგანიზაცია
    შპს "არეა არქიტექტურა 2025"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    405766684
  • თანაავტორები
    სახელი
    რუსუდან ხეჩიკაშვილი
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    გიორგი ბუზარიაშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.235.008
მესაკუთრე
სახელმწიფო (203840433)
ფართობი
52 093 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11157821
სტატუსი
ხელახლა განხილვაზე
რეგისტრაცია
18 სექტემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

განხილვის ხანგრძლივობა
66 დღე
რეგისტრაციიდან დღემდე
ახლა ელოდება
ქალაქის პასუხს
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  2. 10 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა 1.ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> საერთო ფართობი (კვ.მ): დაკორექტირდეს აღნიშნული ველი, ნახაზების შესაბამისად. 2.ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> 0.00 ნიშნულის ზევით , 0.00 ნიშნულის ქვევით , შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ): დაკორექტირდეს აღნიშნული ველები ჭრილების შესაბამისად. 3.საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> საპროექტო შენობანაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით : დაკორექტირდეს კ-3-ის კროკი, შესაბამისად ველი . 4.მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი -> მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით, II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი. 5. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნას კ-2 კოეფიციენტის მაჩვენებლის შესაბამისად 1კვ.მ_ზე 10 ლარის ოდენობით 6.წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 7. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დეკლარაცია. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა იდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. კედლის და სახურავის ფრაგმენტული ჭრილი წარმოდგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 8. საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: 1. კ-3 კოეფიციენტის ფართობს; 2. გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); 3. გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; 4. გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; 5. გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 9. საინფორმაციო დაფასა და რენდერს (არსებული მწვანე ნარგავების რაოდენობების, სახეობების მითითებით), რომელიც ვიზუალურად უნდა გამოისახოს მაკეტის ან/და ფოტომონტაჟის სახით. 10. წარმოდგენილი იქნას - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების” -ტექნიკური რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნა და შესაბამისად მომზადებული დეტალური გრაფიკული დოკუმენტაცია. 11. წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა, შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. 12.გაცნობებთ, რომ თქვენი საკითხი განსახილველად გადაგზავნილ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (წერილის ნომ.: 60-01263143429), ვინაიდან ამ დროისთვის საკითხი შესწავლის პროცესშია, შესაბამისად პასუხი გეცნობებათ დამატებით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი გადმოგეგზავნებათ დანართის სახით. 13. წარმოდგენილი არ არის გეოლოგიური კვლევის შესახებ მომზადებული საექსპერტო შეფასება, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას გეოლოგიური დოკუმენტები სრულად, რომლის შემდგომაც მოხდება მათი განხილვა. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  3. 17 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 21 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 21 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 21 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 21 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  8. 21 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები14

ყველას ჩვენება (14)

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები8

ყველას ჩვენება (8)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა