OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი N7

AR11158428სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 აგვისტო, 2026- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8070053
გადაწყვეტილების თარიღი
3 სექტემბერი, 2026
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა დანელიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404934381

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.014.495
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
ფართობი
4 580 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11158428
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
27 აგვისტო, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158428 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158428 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №№854908 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №854908 ბრძანებით, №01.19.36.014.495 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული გრგ–ს მიხედვით, სექტორ A–ში შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი N7–ის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2016 წლის 28 მარტის №2494536 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №854908 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №№854908 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სარდაფების ნუმერაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გასწორებული გეგმა-ნახაზები „პდფ“ ფაილის სახით. აქედან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ის მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირებაც/დაზუსტებაც არის საჭირო შეთანხმებულ ბრძანებაში და ასევე, გასწორებული გეგმები „პდფ“ ფაილის სახით. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე განცხადებაზე ვექტორული ფაილის წარმოდგენა საჭირო არ არის, საკმარისია დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და გასწორებული გეგმების ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №№854908 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ იმ გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე) ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით, რომელებზეც საჭიროა მაჩვენებლებისა და ნუმერაციების გასწორება/დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158428 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8070053 - სხვა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა