ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი N8
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8070076
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 სექტემბერი, 2026
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბექა დანელიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404934381
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.36.014.508
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
- ფართობი
- 3 710 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.36.014.508საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11158444
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 27 აგვისტო, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → განუხილველი
- 3 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158444 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158444 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებით, №01.19.36.014.508 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული გრგ–ს მიხედვით, სექტორ A–ში შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი N8–ის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №1351964 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №854908 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სარდაფების ნუმერაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გასწორებული გეგმა-ნახაზები „პდფ“ ფაილის სახით. აქედან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ის მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირებაც/დაზუსტებაც არის საჭირო შეთანხმებულ ბრძანებაში და ასევე, გასწორებული გეგმები „პდფ“ ფაილის სახით. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე განცხადებაზე ვექტორული ფაილის წარმოდგენა საჭირო არ არის, საკმარისია დაზუსტებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და გასწორებული გეგმების ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854895 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ იმ გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარებისა და გრაფიკული ცვლილებების გარეშე) ერთიანი „პდფ“ ფაილის სახით, რომელებზეც საჭიროა მაჩვენებლებისა და ნუმერაციების გასწორება/დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158444 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8070076 - სხვა
- 27 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- 8#korpusis arqiteqtura 10.dwg
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა