ქალაქი თბილისი, ირაკლი ქემოკლიძის ქუჩა, N 17; ქალაქი თბილისი, ირაკლი ქემოკლიძის ქუჩა, N 19
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8073300
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 სექტემბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დიმიტრი მარგალიტაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204460298
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.04.027.060
- მესაკუთრე
- ნანი შენგელია (P/N: *********35)
- ფართობი
- 456 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.04.027.060საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
- 01.11.04.027.062საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11158928
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 1 სექტემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 1 სექტემბრის №AR11158928 განცხადებით მომართა დიმიტრი მარგალიტაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებით, №01.11.04.027.060 და №01.11.04.027.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სპორტული დარბაზი/კომპლექსის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში N01.11.04.027.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებად „არასასოფლო-სამეურნეო“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „სასოფლო-სამეურნეო“. ამასთან, შეცდომაა დაშვებული ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით და გამორჩენილია დანართის გაგზავნა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 882026502262, მომზადების თარიღი: 17/08/2026 წ.), N01.11.04.027.062 საკადასტრო ერთეული წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში N01.11.04.027.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება არასწორად იქნა მითითებული. გარდა ამისა, სამსახურმა დაადგინა, რომ ბრძანებაზე გამორჩენილია დანართის მიბმა. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, №01.11.04.027.060 და №01.11.04.027.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ) და ასევე, გამწვანებული ტერიტორიების რუკის მიხედვით - სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). შესაბამისად, ფუნქციური ზონების ნაწილში სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზი არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებაში და: 1.1 „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში N01.11.04.027.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებად „სასოფლო-სამეურნეო“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს „არასასოფლო-სამეურნეო“. 1.2 სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებას დაერთოს წინამდებარე ბრძანებაზე მიბმული დანართი. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 25 აგვისტოს №8058629 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8073300 - თანხმობა
- 1 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა