OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, N 72, კორპუსი 19

AR11159052სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 სექტემბერი, 2026- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8076707
გადაწყვეტილების თარიღი
10 სექტემბერი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა დანელიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404934381

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.014.517
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
ფართობი
3 593 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11159052
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 სექტემბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 4 სექტემბრის №AR11159052 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებით, №01.19.36.014.517 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 30 მარტის №7863387 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5701.5; კვ.მ., საერთო ფართობად 7296.0 კვ.მ. სამსახურის 2026 წლის 22 ივნისის №7971788 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5699.8 კვ.მ., სარდაფის ფართად დაფიქსირდა - 15.0 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა - 778.85 კვ.მ., საერთო ფართობად - 7083.35კვ.მ. შეთანხმებული გეგმები (გარდა სარდაფის სართულის და სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდა 2026 წლის 17ივნისის №AR11148133 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 5699.8 კვ.მ-ის ნაცვლად არის - 5702.1 კვ.მ., სარდაფის ფართობი - 15.0 კვ.მ-ის ნაცვლად - 14.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 778.85 კვ.მ-ის ნაცვლად - 995.25 კვ.მ., საერთო ფართობი - 7083.35 კვ.მ-ის ნაცვლად - 7301.65 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდეს 5702.1 კვ.მ., სარდაფის ფართობად - 14.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 995.25 კვ.მ., საერთო ფართობად - 7301.65 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №7168165, 2026 წლის 30 მარტის №7863387 და 2026 წლის 22 ივნისის №7971788 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8076707 - თანხმობა
  3. 2 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა