OpenCAD
განხილვის პროცესში

ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ივანე მაჩაბლის ქუჩა, N 7

AR11159497ახალი მშენებლობაინდ. ერთბინიანი12 ნოემბერი, 2026- წყნეთი
საერთო ფართობი
316,9 მ²
განაშენიანების ფართობი
337,9 მ²
საცხოვრებელი ფართობი
191,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
8 961 მ²
სიმაღლე
5,7 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
1,5 მ
სამშენებლო მოცულობა
1 100 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
დავით შახბაზოვი

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გიორგი რამიშვილი
    პირადი ნომერი
    *********22
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ქეთევან ყრუაშვილი რიბეირო
    პირადი ნომერი
    *********14

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.09.008.395
მესაკუთრე
გიორგი რამიშვილი (P/N: *********22)
ფართობი
8 961 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11159497
სტატუსი
განხილვის პროცესში
რეგისტრაცია
12 ნოემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

განხილვის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან დღემდე
ახლა ელოდება
ქალაქის პასუხს
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. წარმოდგენილი იქნას საგზაო მოძრაობის სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნეს დღეის მდგომარეობის ამსახველი უახლესი, სეზონური ფოტოსურათები, თარიღის ფიქსაციით. 4. განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: განმარტებითი ბარათი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ). 5. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : წარმოდგენილ იქნეს არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟი, გაბარიტული ზომების, სიმაღლის ნიშნულების და მოსაპირკეთებელი მასალების დატანით. 6.1. ანგარიშში და საექსპერტო შეფასებაში მითითებული ადგილის მისამართი დასაზუსტებელია, არ შეესატყვისება საპროექტო განაცხადის და რეესტრიდან ამონაწერის მონაცემებს. 6.2. ანგარიშის ტექნიკურ დავალებას ბოლოში აკლია დავალების გამცემი პასუხისმგებელი პირის ინიციალები - სახელი, გვარი ბეჭდურად (ს.ნ. და წ. 1.02.07–87). 6.3. ანგარიშის შესავალ ნაწილში არ არის ნახსენები თუ რა მეთოდით იქნა გაყვანილი სამთო გამონამუშევრები, ვინაიდან ანგარიშს თანდართული ფოტომასალიდან გამომდინარე, სამთო გამონამუშევრები გაყვანილ იქნა შნეკით - ანგარიშს თანდართულ სურათებზე ნაჩვენებია ხელის მოტობურით შნეკური ბურღვა, რომლის საშუალებით შეუძლებელია უწყვეტი კერნის მიღება და ჭაბურღილის ზუსტი სიღრმის განსაზღვრა, ჭაბურღილის ლითოლოგიის დადგენა და გეოლოგიური ჭრილების აგება. ფოტომასალაში არ ჩანს საკერნე ყუთი და მასში სიღრმის მიხედვით ჩაწყობილი კერნი. 6.4. ანგარიშში, დასკვნების და რეკომენდაციების თავში არ ფიგურირებს დასაბუთებული ინფორმაცია ფუძე-სასაძირკვლე გრუნტების ბუნებრივი შეკლების შესახებ, არ არის გამოტანილი სათანადო დასკვნები (ГОСТ 24143-80; პნ 02.01-08) - ბუნებრივად შეკლებადი თუ არა გამოკვლეული გრუნტები - დასაზუსტებელია. 6.5. ანგარიშს თანდართულ კრებსით ოქმზე მითითებული თარიღი არ შეესატყვისება ანგარიშით მოცემულს - დასაზუსტებელია. 6.6. ანგარიშს თანდართულ ტოპოგეგმას აკლია საკვლევი ტერიტორიის საკადასტრო კონტური. 6.7. საექსპერტო შეფასებაში მოხსენიებული სამთო გამონამუშევრის სახეობა არ შეესაბამება ანგარიშით მოცემულს - დასაზუსტებელია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული გეო-დოკუმენტაცია შენიშვნების გათვალისწინებით. 7. გენგეგმაზე სრულად დაიტანეთ ნარგავებამდე მანძილი ( A ღერძის მიმდებარედ) თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 13 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  3. 13 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 15 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 15 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 4 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები10

ყველას ჩვენება (10)

სხვა ფაილები11

ყველას ჩვენება (11)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა