ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 21
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8080320
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 სექტემბერი, 2026
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა ბოხუა
- დეველოპერი (ს/კ)
- 401987374
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.014.049
- მესაკუთრე
- შპს "მაზა" (401987374)
- ფართობი
- 6 327 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.014.049საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11159831
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 8 სექტემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 08 სექტემბერს №AR11159831 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებით №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 11 აგვისტოს №8039109 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდა 42 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით: 603.75 კვ/მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკური სართულის გეგმაზე გამორჩენილი იქნა სავენტილაციო დანადგარების განთავსების ადგილების მონიშვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი ტექნიკური სართულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ ტექნიკური სართულის გეგმაზე შეთანხმებულთან მიმართებით დამატებულია სავენტილაციო დანადგარების განთავსების ადგილები, აღნიშნული კი წინამდებარე ნომენკლატურის „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“ ფარგლებში ვერ განხორციელდება და საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ არსებობს სამსახურის 2026 წლის 30 ივლისის №8027191 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივი საფუძველი, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8080320 - უარი
- 8 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 8 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 7 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 7 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა