ქალაქი თბილისი, რამაზ შენგელიას ქუჩა, N 3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8099470
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 სექტემბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზვიადი ჩაქსელიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406035936
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.002.448
- მესაკუთრე
- შპს "333" (406035936)
- ფართობი
- 1 444 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.002.448საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11160378
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 სექტემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 11 სექტემბერს №AR11160378 განცხადებით მომართა ზვიადი ჩაქსელიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებით №01.11.13.002.448 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომების ფართობად 322.1 კვ.მ-ის ნაცვლად 337.01 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5390.48 კვ.მ-ის ნაცვლად 5405.39 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებელს, ასევე სურს, სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 230.30 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი, ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 16 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 230.30 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5405.39 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად - 337.01 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 230.30 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №7949920 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8099470 - თანხმობა
- 25 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
- 25 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 24 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმა 25 ზ.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა