ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ერედვის ქუჩა N 85
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8094312
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 სექტემბერი, 2026
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მიხეილ ჯინჭარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400229560
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.300.002
- მესაკუთრე
- შპს "ლიბრა ქონსტრაქშენი" (400229560)
- ფართობი
- 2 277 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.300.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11161639
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 სექტემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 18 სექტემბერს №AR11161639 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 5938.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5949.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 15.8 კვ.მ-ის ნაცვლად 26.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 36 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882026311719 მომზადების თარიღი: 16/04/2026 წ.) №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიბრა ქონსტრაქშენი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №400229560). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25052320, მომზადების თარიღი: 31/03/2025 წ.) მიხედვით, შპს „ლიბრა ქონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მედეა გიორგაშვილი, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2025 წლის 28 ნოემბრის №251626877 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5949.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად 26.6 კვ.მ., ასევე, სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 36 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
2026 წლის 18 სექტემბრის №AR11161639 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 18 სექტემბერს №AR11161639 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 5938.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5949.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 15.8 კვ.მ-ის ნაცვლად 26.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 36 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ -3.00 და +19.80 ნიშნულების გეგმებზე შეცვლილია გეგმარება. განგიმარტავთ, რომ 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 გეგმებზე შეცდომის გასწორება შესაძლებელია მხოლოდ ფართობებთან დაკავშირებით. ამასთან, გეგმები უნდა იყოს შეთანხმებული გეგმების სრულად იდენტური (გეგმარების შეცვლის გარეშე). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882026311719 მომზადების თარიღი: 16/04/2026 წ.) №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიბრა ქონსტრაქშენი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №400229560). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25052320, მომზადების თარიღი: 31/03/2025 წ.) მიხედვით, შპს „ლიბრა ქონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მედეა გიორგაშვილი, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2026 წლის 16 თებერვლის №7809579 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების სრულად იდენტური გეგმები მხოლოდ ფართობების დაზუსტებით (გეგმარების ცვლილების გარეშე). 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 18 სექტემბრის №AR11161639 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 23 სექტემბერი, 2026გადაწყვეტილება8094312 - სხვა
- 18 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა