OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ლევან რჩეულიშვილის I შესახვევი, N 5; ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის III შესახვევი, N 7

AR11163377სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 სექტემბერი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8125211
გადაწყვეტილების თარიღი
16 ოქტომბერი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ჯემალი ჩიკვაიძე
დეველოპერი (ს/კ)
405730525

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.370.088
მესაკუთრე
შპს "ანთაგი 2024" (405730525)
ფართობი
350 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11163377
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 სექტემბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 16 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
16 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    1. დაკმაყოფილდეს 2026 წლის 30 სექტემბრის AR11163377 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები I. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: 1. საკადასტრო კოდ(ებ)ი: 01.72.14.370.088 2. ფართობი: 350.00 კვ.მ 3. მიზნობრივი დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო 4. ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე: ფუნქციური ზონა (ზონები): საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1); ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონა: პერიფერიული ზონა; კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონა: --------- არქეოლოგიური უბანი/ობიექტი: ________ II. ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ: 1.სამშენებლო განვითარების მიზანი: მშენებლობის სახეობა: ახალი მშენებლობა საპროექტო ობიექტი: ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ფუნქცია/დანიშნულება: საცხოვრებელი 2. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით დადგენილი კონკრეტული ფუნქციური ზონ(ებ)ის პარამეტრები: საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) — დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 0,8 კოეფიციენტი კ-3 0,4 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 200 / 600* კვ.მ მინიმალური სიგანე 9 მეტრი მინიმალური სიღრმე 15 მეტრი შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი შენიშვნა 600* – 2020 წლის 1 იანვრიდან გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე დაყოფის (გამიჯვნის) შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთებისათვის შენიშვნა: კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებში. 3. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა: საზოგადოებრივი საზღვრები: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით უკანა ეზო: იხ. დანართი; განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: ------- განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: ---------- მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრის და უკანა ეზოს მხრიდან; ფორმულით H=L/Y. შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის კონკრეტული წესები იხილეთ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს V თავი. III. გაფრთხილება: 1. არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს წინამდებარე პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დაცულ იქნას სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი პირობები.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალახელახლა განხილვაზე → პასუხის რეჟიმში
  3. 13 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ ენერგო პრო ჯორჯიას წერილში მითითებულია , რომ ხაზობრივი ნაგებობიდან უნდა იცავდეთ 10მ-ს, საჭიროა დაიცვათ წერილის პირობები. აღნიშნული ასახეთ განთავსების სქემაზე შესაბამისი მანძილის მითითებით. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  4. 16 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა: 1. საპროექტო მიწის ნაკვეთთან ფიქსირდება შპს " ენერგო-პრო-ჯორჯია"-ს (ს/კ: N 01.02.204) ხაზობრივი ნაგებობა, საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი მესაკუთრის მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. 2. გაითვალისწინეთ, რომ განთავსებით უნდა იცავდეთ უკანა ეზოს რეგულირების ხაზს, რისთვისაც გიგზავნით უკანა ეზოს დანართს. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგინეთ საპროექტო შენობის მიწის ნაკვეთზე განთავსების სქემა საპროექტო შენობასა და მიწის ნაკვეთზე არსებულ მწვანე ნარგავებს შორის მანძილების დატანით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 3 მეტრს; ბუჩქების შემთვევაში 1.5 მეტრს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება აღნიშნული მანძილების დაცვა წარმოსადგენი გექნებათ უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის დასკვნა (დენდროლოგიური პროექტი) ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობის, სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10სმ სიმაღლეზე და ტაქსაცია არსებული ხე/ნარგავების მოჭრა/გადატანაზე, შესაბამისი ექსპლიკაციითა და ნუმერაციით. აღნიშნულის შემდგომ საჭიროების შემთხვევაში თქვენი საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გაგაიგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  5. 16 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8125211
  6. 15 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
  7. 15 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  8. 30 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  9. 30 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • 088.dwg

სხვა ფაილები11

ყველას ჩვენება (11)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა