ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 3, კორპ N319-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8114386
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 ოქტომბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევანი ბაშარული
- დეველოპერი (ს/კ)
- 405290607
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.39.014.052
- მესაკუთრე
- შპს "ლეგი ქონსთრაქშენ" (405290607)
- ფართობი
- 2 524 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.39.014.052საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11163807
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 ოქტომბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 21 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 3 ოქტომბერს №AR11163807 განცხადებით მომართა ლევანი ბაშარულმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებით, №01.19.39.014.052 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობი 117.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 88.3 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებით შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 11308.2 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 88.3 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად - 11308.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 სექტემბრის №8093553 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8114386 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა