OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, უცნობ გმირთა ქუჩა, N 7

AR11163871სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ოქტომბერი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8110421
გადაწყვეტილების თარიღი
19 ოქტომბერი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ელგუჯა პატაშური
დეველოპერი (ს/კ)
400237463

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.21.001.356
მესაკუთრე
შპს ''ეკო ინვესტი'' (400237463)
ფართობი
12 187 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11163871
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ოქტომბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 21 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8110421 - თანხმობა
  2. 19 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 5 ოქტომბერს №AR11163871 განაცხადით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში ცვლილების განხორციელება საკადასტრო კოდის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებით, №01.12.21.001.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი - (ც ბლოკი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6844241 და 2024 წლის 31 იანვრის №6865007 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №01.12.21.001.356 დაფიქსირებას ნაცვლად №01.12.21.001.210 საკადასტრო კოდისა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882026887624, მომზადების თარიღი: 01/10/2026წ.) თანახმად, №01.12.21.001.356 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ეკო ინვესტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: B26365316, მომზადების თარიღი 22/05/2026). ამასთან, წინამდებარე განაცხადზე წარმოდგენილია შპს „ეკო ინვესტი“-ს დირექტორის ნოდარ გიორგაძის მიერ ელგუჯა პატაშურის სახელზე გაცემული მინდობილობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის - №01.12.21.001.356, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და №01.12.21.001.210 საკადასტრო კოდის ნაცვლად №01.12.21.001.356 საკადასტრო კოდის დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში საკადასტრო კოდის გრაფაში: №01.12.21.001.210 ნაცვლად დაფიქსირდეს №01.12.21.001.356. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში №01.12.21.001.210 ნაცვლად დაფიქსირდეს №01.12.21.001.356. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828864, 2024 წლის 16 იანვრის №6844241 და 2024 წლის 31 იანვრის №6865007 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 5 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 5 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა