ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 38გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8122722
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 ოქტომბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ ჭაჭიაშვილი
- ორგანიზაცია
- 20705
- დეველოპერი (ს/კ)
- 405198806
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.07.007.156
- მესაკუთრე
- შპს "საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი" (405198806)
- ფართობი
- 4 577 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.07.007.156საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11164379
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 ოქტომბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 21 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 7 ოქტომბრის №AR11164379 განცხადებით მომართა ზურაბ ჭაჭიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებით, №01.10.07.007.156 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ღია ავტოსადგომის ფართობად 361.25 კვ.მ-ის ნაცვლად 345.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად 83.92 კვ.მ-ის ნაცვლად 80.58 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 54.23 კვ.მ-ის ნაცლად 55.07 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1524.48 კვ.მ-ის ნაცვლად 1526.48 კვ.მ-ის, კონსტრუქციულ სიმაღლედ 78.6 მ-ის ნაცვლად 42.6 მ-ის, მათ შორის 0.00 ნიშნულის ქვევით - 39.3 მ-ის ნაცვლად 3.3 მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ±0.00 ნიშნულის გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია რომ, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 11938.57 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 11936.07 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებაში და ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 345.0 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 80.58 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 55.07 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1526.48 კვ.მ., საერთო ფართობად - 11936.07 კვ.მ., კონსტრუქციულ სიმაღლედ - 42.6 მ., 0.00 ნიშნულის ქვევით - 3.3 მ. 2. სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულების გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8122722 - თანხმობა
- 7 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 0.00 სართული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა