ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 171
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8118527
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 ოქტომბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- დაწყება: 2 ოქტომბერი, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მამუკა არევაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400465821
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.05.024.005
- მესაკუთრე
- შპს გემა+ (400465821)
- ფართობი
- 470 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.05.024.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11164457
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 ოქტომბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 21 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8118527 - თანხმობა
- 12 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 7 ოქტომბერს №AR11164457 განცხადებით მომართა მამუკა არევაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებით, № 01.10.05.024.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ, „2026 წლის 2 ოქტომბრიდან 2027 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2026 წლის 2 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით“. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2026 წლის 25 ივნისის №AR11149513 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა საწყობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 12 თვეზე. სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 2 ოქტომბრიდან 2027 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.“ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 2 ოქტომბრის №8106841 ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.:ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- TAnxmoba 1.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა