OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ძმები ყურაშვილების ქუჩა, N 12

AR11164762სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ოქტომბერი, 2026- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8123598
გადაწყვეტილების თარიღი
15 ოქტომბერი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლუკა ჩაგანავა
დეველოპერი (ს/კ)
204861961

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.001.037
მესაკუთრე
შპს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (204861961)
ფართობი
507 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11164762
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 ოქტომბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 10 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 12 ოქტომბერს №AR11164762 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 14 მარტის №2455711 ბრძანებით, №01.17.13.001.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამედიცინო ჯანდაცვის ობიექტის (კლინიკა) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანებით, დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა სამედიცინო ჯანდაცვის ობიექტის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2026 წლის 5 ივნისის №7950677 ბრძანებით, №01.17.13.001.357 და №01.17.13.001.037 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, მრავალფუნქციური შენობის (უნივერსიტეტი და კლინიკა) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურში ფიქსირდება 2026 წლის 30 სექტემბრის №AR11162625 განცხადება, სამსახურის 2026 წლის 5 ივნისის №7950677 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (უნივერსიტეტი და კლინიკა) არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორცილების ინტერესი. შესაბამისად, მოთხოვნილია მისი ძალადაკარგულად გამოცხადება. საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადებების რეგისტრაცია: №882024914942, 882024914923 მომზადების თარიღი: 21/06/2024წ.) თანახმად, №01.17.13.001.037 და 01.17.13.001.357 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია“ (ს/ნ: 204861961). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B26057214; მომზადების თარიღი: 20/03/2026 წ.) შპს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ (ს/ნ: 204861961) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ირინე შოთაძე (პ/ნ: 01017002643). ხოლო, მის მიერ 2026 წლის 27 თებერვალს გაცემული №537-01-2-202602271249 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2016 წლის 14 მარტის №2455711 ბრძანებაც ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად, ვინაიდან, მისი გაცემის დღიდან გასულია ხუთ წელზე მეტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ლუკა ჩაგანავას 2026 წლის 12 ოქტომბრის №AR11164762 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 4 ოქტომბრის №4699337 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8123598 - თანხმობა
  3. 9 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა