ქალაქი თბილისი, მარატ ნოზაძის ქუჩა, N 12
დამკვეთი
- სახელი
- აკაკი შუბითიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405305584
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.015.085
- მესაკუთრე
- შპს ლიდერმშენი 2018 (405305584)
- ფართობი
- 7 159 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.015.085საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11165269
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ოქტომბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 15 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 ოქტომბერს №AR11165269 განცხადებით მომართა აკაკი შუბითიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8111342 ბრძანებით, №01.11.12.015.085 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 20073.9 კვ.მ-ის ნაცვლად 20078.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 2557.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2559.1 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3508.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3550.0 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 930.45 კვ.მ-ის ნაცვლად 924.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 84.2 კვ.მ-ის ნაცლად 258.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართბად 7035.5 კვ.მ-ის ნაცვლად 7037.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია რომ, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 40843.65 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 41061.0 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება ხდება მხოლოდ წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 20078.1 კვ.მ., საოფისე ფართობად - 2559.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 3550.0 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 924.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 258.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 7037.1 კვ.მ., საერთო ფართობად 41061.0 კვ.მ. 2. სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა +43.60/+42.60 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 ოქტომბრის №8112353 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 14 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა