ქალაქი თბილისი , დასახლება ქვემო ალექსეევკა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8124340
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავითი ჩიკვაიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406161166
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.24.017.035
- მესაკუთრე
- შპს "ჯი ემ ბილდინგი" (406161166)
- ფართობი
- 2 290 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.24.017.035საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11165346
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ოქტომბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 16 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 ოქტომბერს №AR11165346 განცხადებით მომართა დავითი ჩიკვაიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებით, ქ. თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში მდებარე №01.19.24.017.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საპროექტო ობიექტად საწყობის ნაცვლად დაფიქსირებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2026 წლის 30 სექტემბრის №AR11156294 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, ბრძანებით, ქ. თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში მდებარე №01.19.24.017.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია. სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საპროექტო ობიექტი არასწორად დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, ნომენკლატურის ველში საპროექტო ობიექტი სწორად არის დაფიქსირებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს, ქ. თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში მდებარე №01.19.24.017.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 ოქტომბრის №8120586 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8124340 - თანხმობა
- 15 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
თანხმობები და ბრძანებები1
- ბრძანების დოკუმენტი.pdf
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა