OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, სოფელი წავკისი, რუსთაველის III ჩიხი, N 3

AR11168034მიშენება ან მიშენება - დაშენებაინდ. ერთბინიანი10 ნოემბერი, 2026- წავკისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
მიხეილი მირველაშვილი

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.81.02.345.037
მესაკუთრე
მიხეილი მირველაშვილი (P/N: *********74)
ფართობი
1 654 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11168034
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
10 ნოემბერი, 2026
სახეობა
მიშენება ან მიშენება - დაშენება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 18 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 18 ნოემბერი, 2026 (5 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: • იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს 10/11/2026 წლის AR11168034 განაცხადით გათვალისწინებულ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ საპროექტო შენობის სრულყოფილი როგორც არსებული, ასევე, საპროექტო, რეკონსტრუქციით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად ამსახველი დოკუმენტაცია. • ნახაზებზე გარკვევით მიუთითეთ არსებული და საპროექტო (რეკონსტრუქცია), ამ ეტაპზე გაურკვეველია. • ასევე, ვექტორულ ფაილში წარმოადგინეთ სრულყოფილი არსებული და საპროექტო შენობის ნახაზები და კროკები, შესაბამისი ექსპლიკაციებით. • ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ყველა ველი გადამოწმდება დამატებით. 1. სარეკონსტრუქციო ობიექტის ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო გენერალური გეგმების pdf ფაილი. : • გენ.გეგმაზე დაიტანეთ საკადასტრო საზღვრებამდე მიბმის მანძილები, ღერძებს შორის მანძილები და გადახურვის ნიშნულები. • განმარტების შესაბამისად, გენ.გეგმაზე ასახეთ საპროექტო ავტოსადგომი. 2. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ უახლესი, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, თარიღის ფიქსაციით. 3. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: • განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, აივნებისა და ტერასების ფართობების ჩათვლით. • შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი. • ვექტორულ ფაილში თითოეული სართულის გეგმის გასწვრივ წარმოადგინეთ განაშენიანების ფართობის კროკი. 4. შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო ობიექტის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო გეგგმების pdf ფაილი. : • გეგმებზე მიუთითეთ ნიშნულები. ასევე, დაიტანეთ ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრა აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში. 5. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : • წარმოადგინეთ არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალაზე დამუშავებული ფოტომონტაჟი, გაბარიტული ზომების, მოსაპირკეთებელი მასალისა და სიმაღლის ნიშნულების მითითებით. 6. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშავებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); საჭიროა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვროს როგორც საზოგადოებრივი სივრციდან ასევე უკანა ეზოს მხრიდან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელეთ მოქმედი კანონმდებლობის 31-ე მუხლით. 7. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით, II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი. 8. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: • გადახდილ იქნას მოსაკრებელი, რეკონსტრუქციით გათვალისწინებული კ2 კოეფიციენტის თითოეული ნამატი კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი 9. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება წარმოდგენილ იქნას სრულყოფილი გეოლოგიური ანგარიში, საექსპერტო შეფასებით. 10. წარმოადგინეთ საპროექტო სარეკონსტრუქციო შენობა ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა, ასევე, დარღვევით ნაწარმოები სამუშაოებისათვისაც. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები8

ყველას ჩვენება (8)

თანხმობები და ბრძანებები1

სხვა ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა