ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 50
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8159111
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ნოემბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლია მახალდიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405294319
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.303.004
- მესაკუთრე
- შპს "მეგა ეკო ქონსტრაქშენ" (405294319)
- ფართობი
- 884 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.303.004საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11168232
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 04 ნოემბერს №AR11168232 განცხადებით მომართა ლია მახალდიანმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებით, №01.72.14.303.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 02 ნოემბრის №8139062 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა კომერციული ფართობი 37.9 კვ.მ, ამასთან, საცხოვრებლ ფართობად დაფიქსირდა 1632 კვ.მ; საზაფხულო ფართობად - 311.7კვ.მ, ხოლო საერთო ფართობად - 2579.7 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელი ითხოვს: ავტოსადგომის ფართობად 302.4 კვ.მ-ის ნაცვლად 251.90 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 2579.7 კვ.მ-ის ნაცვლად 2529.20 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 1 სართულის (0.00 ნიშნული) გეგმა არ იცვლება, აღნიშნული გეგმაზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2529.20 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 251.90 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანებით შეთანხმებული 1 სართულის (0.00 ნიშნული) გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 21 ოქტომბრის №8131045 და 2026 წლის 02 ნოემბრის №8139062 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8159111 - თანხმობა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ნდობის ფურცელი მეგა ეკო კონსტრაქშენი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა