ქალაქი თბილისი , ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა , N 14
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8162658
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ნოემბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილი ცომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405144561
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.004.175
- მესაკუთრე
- შპს "ნიუ ფორსი" (405144561)
- ფართობი
- 5 686 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.004.175საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11168326
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 16 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 05 ნოემბერს №AR11168326 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ტექნიკური ხარვეზის გასწორება სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.01.004.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №8002965 და 2026 წლის 21 ოქტომბრის №8130336 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მშენებლობის ეტაპებთან და მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრფიკთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს, კომერციულ ფართობად 3262.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3264.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 14.3 კვ.მ-ის ნაცვლად 89.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 3477.4 კვ.მ-ის ნაცვლად 3479.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას და შეთანხმებული ±0.000 და +5.375 ნიშნულების გეგმების ჩანაცვლებას წინამდებარე განაცხადზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3479.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად 3264.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 89.7 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმებული 0.000 და +5.375 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალახელახლა განხილვაზე → პასუხის რეჟიმში
- 16 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8162658 - თანხმობა
- 13 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
2026 წლის 05 ნოემბრის №AR11168326 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 05 ნოემბერს №AR11168326 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ტექნიკური ხარვეზის გასწორება სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმდა ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N14 არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.01.004.175) სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის14 ივლისის №8002965 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში IV ეტაპი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „4) შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა გადახურვის ჩათვლით.“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის კალენდარული გრაფიკით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. სამსახურის 2026 წლის14 ივლისის №8002965 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 14.3 კვ.მ; საერთო ფართობად - 3402 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, კომერციული ფართობის 3262.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3242,9 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობის 14.3კვ.მ-ის ნაცვლად 108,9 კვ.მ-ის დაფიქსირებას და შეთანხმებული ±0.000 და +5.375 ნიშნულის გეგმების ჩანაცვლებას წინამდებარე განაცხადზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა–ნახაზები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ ±0.000 და +5.375 ნიშნულის გეგმებზე დატანილი იყო როგორც დაკავებულობის ფაქტორის ასევე შიდა ფართების მაჩვენებლები შესაბამისი კომერციული ფართების ნუმერაციით. 2026 წლის 05 ნოემბრის №AR11168326 განაცხადზე წარმოდგენილ გეგმებზე გასწორებულია კომერციული ფართების ფართობი, თუმცა, დატანილი არ არის კომერციული ფართების ნუმერაცია. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ±0.000 და +5.375 ნიშნულის გასწორებული გეგმები კომერციული ფართების ნუმერაციის დატანით. გარდა აღნიშნულისა, დასაზუსტებელია ასევე მოთხოვნა დამხმარე ფართობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №8002965 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 14.3 კვ.მ. განაცხადზე წარმოდგენილი გეგმების შესაბამისად. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით ვერ დგინდება დამხმარე ფართობის ცვლილების საფუძველი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში მოთხოვნილი 108,9 კვ.მ-ის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს გასწორებული გეგმები დამხმარე ფართების/ფართობების დატანით და საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული მოთხოვნა საერთო ფართობის ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: წარმოადგინოს ±0.000 და +5.375 ნიშნულის გასწორებული გეგმები კომერციული ფართების ნუმერაციის დატანით. 1.2 საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტოს მოთხოვნა საერთო ფართობთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გასწორებული გეგმები დამხმარე ფართების/ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 05 ნოემბრის №AR11168326 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა