ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ჩიხი, N 1
დამკვეთი
- სახელი
- დავით გაბადაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402116866
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.08.037.106.01.02.002
- მესაკუთრე
- შპს ''რუსტარ ჰოლდინგს'' (402116866)
- ფართობი
- 444 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.08.037.106.01.02.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11168639
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 6 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 13 ნოემბერი, 2026 (10 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი: 1. წარმოადგინეთ შედარებით შორი და სხვადა რაკურსიდან გადაღებული (ფასადის მთლიანი ფიქსაციით) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები. 2. საკადასტრო გეგმაზე დაიტანეთ ზუსტი საპროექტო ადგილი. 3. სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. 4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. ასევე ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა