OpenCAD
ხელახლა განხილვაზე

ქალაქი თბილისი, ალოიზ მიზანდარის ქუჩა, N 24

AR11168952ახალი მშენებლობაინდ. ერთბინიანი10 ნოემბერი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე ჩუტკერაშვილი

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.21.14.018
მესაკუთრე
ლია ლეკიაშვილი (P/N: *********54)
ფართობი
750 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11168952
სტატუსი
ხელახლა განხილვაზე
რეგისტრაცია
10 ნოემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 17 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

განხილვის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან დღემდე
ახლა ელოდება
ქალაქის პასუხს
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  2. 17 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: • გენ.გეგმაზე დაიტანეთ გადახურვის ნიშნულები, ყველა განსხვავებულ დონეზე. 3. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : • ველი შევსებულია მცირედი ნაკლებობით. • სწორად დააჯამეთ წარმოდგენილი კროკის მიხედვით და ველი შეავსეთ შესაბამისად. 4. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: • დაიტანეთ საკადასტრო საზღვრებამდე მიბმის მანძილები. • სახურავის გეგმაზე მიუთითეთ ნიშნულები, ყველა განსხვავებულ დონეზე. 5. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: • მიწისპირა სართულის დასადგენად წარმოდგენილ იქნას -3.50 სართულის განშლა რელიეფის ხაზისა და ფართის მითითებით. შესაბამისად დაანგარიშდეს მიწისპირა სართული. • მიწისპირა სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა, ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს აღემატება. • მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; სრული საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის კ2 კოეფიციენტი, გადამოწმდება დამატებით. 6. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: • იანგარიშეთ საფასადე სიბრტყიდან უმოკლესი მანძილი - საკადასტრო საზღვრამდე და დაიცავით სიმაღლე, საპროექტო შენობის გრუნტთან შეხების ყველაზე დაბალი ნიშნულიდან, უკანა ეზოს მხარეს. ამ ეტაპზე გადაჭარბებულია. 7. საჭიროების შემთხვევაში საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასება არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე • წარმოდგენილი იქნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 8. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება • წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა • წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა, შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. 9. საჭიროების შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების თანხმობა • დამატებით, წარმოადგინეთ სს თელასის მიერ დამოწმებული გენ.გეგმა. • ასევე, თელასის წერილის შესაბამისად, ელ.მომარაგების სადენის გასწვრივ ტერიტორია საჭიროა დაიტვირთოს სერვიტუტით. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა დარჩეს განუხილველი.

    მეტის ჩვენება

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები6

დასკვნები და აზომვები2

სხვა ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა