ქალაქი თბილისი , ფონიჭალა, ღოღობერიძის ქუჩა , მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8161018
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ნოემბერი, 2026
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405382955
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.13.022.037
- მესაკუთრე
- შპს "კ სამი" (405382955)
- ფართობი
- 5 044 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.13.022.037საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11168972
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 10 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 10 ნოემბერს №AR11168972 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 შეთანხმდა №01.18.13.022.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე, განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, მითითებული ბრძანებით შეთანხმებულ-3.00 ნიშნულის გეგმაზე და 2-3 ღერძის დ-გ მონაკვეთში დატანილი წყლის ავზის და საქაჩების ოთახის მითითებას ამავე ნიშნულის 1-1 ღერძის გასწვრივ დ-გ მონაკვეთში. წარმოდგენილი აქვს შეცვლილი -3.00 ნიშნულის გეგმა და ითხოვს აღნიშნული გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ -3.00 ნიშნულის გეგმაზე სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 ბრძანებით შეთანხმებულთან მიმართებით 1-1 ღერძის გასწვრივ დ-გ მონაკვეთში და 2-3 ღერძის დ-გ მონაკვეთში წყლის ავზის და საქაჩების ოთახის მოთხოვნილი სახით ცვლილება იწვევს ფართების გეგმარების/ფუნქციის ცვლილებას. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმა არის სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილი, რომლის ცვლილებაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორების საფუძველს არ წარმოადგენს. აღნიშნულისთვის საჭიროა შეთანხმებული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან -3.00 ნიშნულის გეგმაზე 2-3 ღერძის დ-გ მონაკვეთში არსებული ფართის ნაცვლად წყლის ავზის და საქაჩების ოთახის მითითება ამავე ნიშნულის 1-1 ღერძის გასწვრივ დ-გ მონაკვეთში არსებულ ფართზე არ არის ტექნიკური ხარვეზი და აღნიშნული წარმოადგენს სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის გეგმის/ფუნქციის ცვლილებას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოთხოვნა, სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის №8132362 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8161018 - უარი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- -1 გასწორებული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა