ქალაქი თბილისი, ვარკეთილის მეურნეობის დასახლება, მანგლისის ქუჩა, N 96
დამკვეთი
- სახელი
- თორნიკე სადრაძე
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.81.08.255.1028
- მესაკუთრე
- სალომე კაპანაძე (P/N: *********51)
- ფართობი
- 332 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 18 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.81.08.255.1028საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სასოფლო-სამეურნეო
- ქვეზონა
- sofz
- K1
- 0
- K2
- 0
- სასოფლო-სამეურნეო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11169054
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 10 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- მიშენება ან მიშენება - დაშენება
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 18 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 18 ნოემბერი, 2026 (5 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: • იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს 10/11/2026 წლის AR11169054 განაცხადით გათვალისწინებულ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ საპროექტო 01/1 შენობის როგორც არსებული, ასევე, საპროექტო დოკუმენტაცია. • გენ.გეგმა, გეგმები, ჭრილები, ფასადები და ფოტომონტაჟი, სავიზიტო სურათებით. • ასევე, ვექტორულ ფაილში წარმოადგინეთ სრულყოფილი არსებული და საპროექტო შენობის ნახაზები და კროკები. • ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ყველა ველი გადამოწმდება დამატებით. ამ ეტაპზე, გაითვალისწინეთ შემდეგი: 1. მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები. -> .დადგენილი გაპის ბრძანების თარიღი.: • ველი შეავსეთ სწორად: 05/11/2026 . 2. სატიტულო ინფორმაცია. -> • თანაავტორის ველი შეავსეთ ნახაზების შტამპებზე მითითებულის შესაბამისად. 3. სარეკონსტრუქციო ობიექტის ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო გენერალური გეგმების pdf ფაილი. : • საავტომობილო შესასვლელ/გამოსასვლელის ნაწილში, გენერალური გეგმა საჭიროა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას. საჭიროა დაკორექტირდეს. 4. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ საპროექტო შენობის ყველა ფასადის სრულად ამსახველი ფოტომასალა. 5. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: • საპროექტო შენობის სიმაღლე იანგარიშეთ საფასადე სიბრტყეებიდან უმოკლესი მანძილით, საკადასტრო საზღვრებამდე, მაგ: სამხრეთით საპროექტო შენობის სიმაღლე გადაჭარბებულია. 6. საინფორმაციო დაფა - ბანერი. -> .საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: • დამატებით ბანერზე მიუთითეთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების რეკვიზიტები. 7. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით, II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი. 8. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: • გადახდილ იქნას მოსაკრებელი, რეკონსტრუქციით გათვალისწინებული კ2 კოეფიციენტის თითოეული ნამატი კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი. 9. სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა. • წარმოადგინეთ სარეკონსტრუქციო შენობის კონსტრუქციული სქემა, შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. 10. წარმოდგენილი მინდობილობა ვადაგასულია, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს განახლებული ვადაში მყოფი მინდობილობა. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა დარჩეს განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები4
დასკვნები და აზომვები3
სხვა ფაილები9
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა