ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტის , N 5 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტი , ნაკვეთი 06/034
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8163294
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ნოემბერი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა ახვლედიანი
- ორგანიზაცია
- 12419
- დეველოპერი (ს/კ)
- 400119073
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.06.006.158
- მესაკუთრე
- შპს "ჩემი სახლი" (400119073)
- ფართობი
- 5 296 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 18 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.06.006.158საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11169206
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 18 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8163294 - თანხმობა
- 18 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 11 ნოემბერს №AR11169206 განცხადებით მომართა გოჩა ახველდიანმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანებით, №01.14.06.006.158 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 2 (2D), შენობა 5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2026 წლის 6 ნოემბრის №8153012 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, აქტში მითითებული საცხოვრებელი ფართი ნაცვლად - 12954.6კვ.მ-სა უნდა მიეთითოს - 12957 კვ.მ, საზაფხულო ფართობი ნაცვლად - 3117.3კვ.მ-სა უნდა მიეთითოს 2935 კვ.მ; კომერციული ფართობი ნაცვლად - 2246.9კვ.მ-სა უნდა მიეთითოს - 2290 კვ.მ; ავტოსადგომის ფართობი ნაცვლად - 5266.1კვ.მ-სა უნდა მიეთითოს - 5006 კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართობი ნაცვლად - 356.3კვ.მ-სა უნდა მიეთითოს - 344.1 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 28814.9 კვ.მ-ს ნაცვლად იქნება - 28405.8 კვ.მ. შესაბამისად, შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დაზუსტების მიზნით, შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს - 12957 კვ.მ; საზაფხულო ფართობად - 2935 კვ.მ; კომერციულ ფართობად - 2290 კვ.მ; ავტოსადგომის ფართობად - 5006 კვ.მ; დამხმარე ფართობად - 344.1 კვ.მ; საერთო ფართობად - 28405.8 კვ.მ.; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 სექტემბრის №8084347 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა