OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი გარდაბნის , მიმდებარედ (ნაკვეთი 02/007)

AR11169285ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება11 ნოემბერი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8166202
გადაწყვეტილების თარიღი
19 ნოემბერი, 2026
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
19 ნოემბერი, 2026 – 19 ნოემბერი, 2028
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავითი ჩიკვაიძე
დეველოპერი (ს/კ)
405033244

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.32.002.007
მესაკუთრე
შპს "პერიმეტრი" (405033244)
ფართობი
1 462 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11169285
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 ნოემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 19 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    1. გაიცეს ქ. თბილისში, გზატკეცილი გარდაბნის, მიმდებარედ (ნაკვეთი 02/007), არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.32.002.007) საწყობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 19 ნოემბრიდან 2028 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: I მშენებლობის პირველი რიგი მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდი 1.ეტ. მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან. 2.ეტ. შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება. II მშენებლობის მეორე მშენებლობის მეორე რიგი ძირითადი სამუშაოების პერიოდი 3.ეტ. შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; 4.ეტ. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობანაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა; 5.ეტ. არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2026 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, საპროექტო შენობის ვიზუალიზაციით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 5. ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საპროექტო ობიექტის მშენებლობის საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრესთან. 6. მშენებლობის წარმოებისას დაცული იქნას ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხის მოჭრის ან გადარგვის საჭიროების შემთხვევაში საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან. 7. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია ადგილზე იქონიოს წინამდებარე ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო მოედნის გეგმის შესაბამისი დროებითი მოძრაობის ორგანიზების სქემა. 8. მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს და სამშენებლო მოედანზე იქონიოს საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების, წყალარინების და შიდა ინფრასტრუქტურის) სქემები.

    მეტის ჩვენება
  2. 19 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8166202 - თანხმობა
  3. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა