OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, N 32

AR11169388რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება12 ნოემბერი, 2026- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
თენგიზ ბეჟანეიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405042350

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.06.008.138
მესაკუთრე
შპს "ველო გაზ +" (405042350)
ფართობი
2 952 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11169388
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
12 ნოემბერი, 2026
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 19 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 19 ნოემბერი, 2026 (4 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი: 1. წარმოდგენილ იქნას საკადასტრო რუკა საპროექტო არეალის მონიშვნით. 2. წარმოდგენილ იქნას უახლესი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები სხვადასხვა რაკურსით, შორი ხედიდან გადაღებული. გადაღების თარიღის ფიქსაციით. 3. წარმოდგენილ იქნას არსებულ სურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟ(ებ)ი. - გაითვალისწინეთ რებრენდინგი შესაძლებელია მოხდეს არსებული ნაგებობის უცვლელად, შესაბამისად საწვავის მარიგებლები წარმოადგენილ იქნას უცვლელი სახით. 4. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). - დაკორექტირდეს ფოტომონტაჟი 5-6 და 7-8 კოლონების ლოგოტიპებზე აღნიშნულის შესაბამისად. - ასევე გაითვალისწინეთ, სახელმწიფო ენაზე შესრულებული წარწერა აღქმადი უნდა იქნას სატრანსპორტო გზიდან. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი აქვს მოიჯარე, შპს „რომპეტროლ ჯორჯიას“, შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნას მოიჯარის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარის ხელშეკრულება. რომელიც, საჭიროა ითვალისწინებდეს წინამდებარე განცხადებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ გამოთქმული, შესაბამისი წესით დამოწმებული, თანხმობა. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • აგს უნივერსიტეტის ქუჩა - არსებული სიტუაცია.pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები2

  • აგს უნივერსიტეტის ქუჩა - კორექტირებული ფოტომონტაჟი.pdfგახსნა ↗
  • აგს უნივერსიტეტის ქ.zipგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა