OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 33

AR11169433სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ნოემბერი, 2026- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
გიორგი ხმალაძე
დეველოპერი (ს/კ)
404658633

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.012.048
მესაკუთრე
შპს მეტროპოლ ვაკე (404658633)
ფართობი
3 274 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11169433
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
12 ნოემბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 20 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 20 ნოემბერი, 2026 (3 დღე)
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2026 წლის 12 ნოემბრის AR11169433 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, გამზირი ილია ჭავჭავაძე, N33-ში (საკადასტრო კოდი: № 01.14.14.012.048) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საპროექტო მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). სსზ-2 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე კი არაუმეტეს – 90%-ისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული საპროექტო ობიექტებისთვის და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის N10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესით განსაზღვრული ობიექტებისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია 100% საცხოვრებელი ფუნქციის განთავსება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 / 0,3* კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე - მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობისთვის, სადაც საცხოვრებრლი ფუნქცია აღემატება 25 %-ს. ვინაიდან თქვენ მიერ განაცხადით მოთხოვნილია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ხოლო საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ–2)-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ არის ძირითად დასაშვებ სახეობაში, საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმების მოპოვება, რისთვისაც საკითხი უნდა დააყენოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ვებ გვერდზე https://urban.tbilisi.gov.ge სპეც. ნებართვის ასაღებად. ამასთანავე გაითვალისწინეთ: 01. წარმოადგინეთ გარჩევადი ტოპოგრაფიული გეგმა; წარმოდგენილი სახით ნიშნულები არ იკითხება; 02. საკითხი განსახილველად გადაიგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (60-01263233803) განსახილველად, პასუხი გეცნობებათ დანართის სახით. 03. ვინაიდან საპროექტო ნაკვეთი ხვდება შსს შეზღუდვაში, თქვენი განაცხადი გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში განსახილველად (60-01263204611); პასუხი გეცნობებათ დანართის სახით; 04. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე ინტერაქტიული რუკის მიხედვით ვრცელდება ხაზოვრივი ნაგებობა ს/კ: 01.00.117 - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი, 01.02.267 - შპს „მაგთიკომის“ საკომუნიკაციო ნაგებობა, 01.03.947 - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ხიდი, საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი მესაკუთრეების პოზიცაი სამშენებლო სამუშოებთან დაკავშირებით; არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  3. 16 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2026 წლის 12 ნოემბრის AR11169433 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, გამზირი ილია ჭავჭავაძე, N33-ში (საკადასტრო კოდი: № 01.14.14.012.048) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საპროექტო მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). სსზ-2 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე კი არაუმეტეს – 90%-ისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული საპროექტო ობიექტებისთვის და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის N10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესით განსაზღვრული ობიექტებისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია 100% საცხოვრებელი ფუნქციის განთავსება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 / 0,3* კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე - მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობისთვის, სადაც საცხოვრებრლი ფუნქცია აღემატება 25 %-ს. ვინაიდან თქვენ მიერ განაცხადით მოთხოვნილია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ხოლო საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2 (სსზ–2)-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ არის ძირითად დასაშვებ სახეობაში, საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმების მოპოვება, რისთვისაც საკითხი უნდა დააყენოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ვებ გვერდზე https://urban.tbilisi.gov.ge სპეც. ნებართვის ასაღებად. ამასთანავე გაითვალისწინეთ: 01. ვინაიდან საპროექტო ობიექტი მდებარეობს ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, საჭიროა წარმოადგინოთ ესკიზი, რის შემდეგაც განაცხადი გადაიგზავნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე განსახილველად; 02. წარმოდგენილ იქნას ტოპოგრაფიული გეგმა (მ1:500), შესრულებული უფლებამოსილი პირის მიერ სველი წესით დამოწმებული მისივე საპროექტო ორგანიზაციის სატიტულო შტამპიან ფურცელზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების, ხე-ნარგავების ჩვენებითა და შესაბამისი პირობითი ნიშნების დატანით). 03. წარმოსადგენია საპროექტო შენობის განთავსების სქემა (გენგეგმა) მიბმის მანძილების ჩვენებით, როგორც საკადასტრო საზღვრამდე, ასევე ხე-ნარგავებამდე და იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიაზე არსებული ხენარგავებიდან ვერ იცავთ სავალდებულო 3, ხოლო ბუჩქებამდე 1,5 მეტრიან მანძილს წარმოდგენილ იქნას უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის საექსპერტო დასკვნა, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება (სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10 სმ. სიმაღლეზე), რომელთა დასკვნის საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული ხე-ნარგავები შესაბამისი ექსპლიკაციის მითითებით. აღნიშნული დოკუემნტაციის წარმდოგენის შემდეგ საკითხი გადაეგზავნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, რის შემდგომაც გეცნობებათ პასუხი არსებული ხის მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით. რის შემდგომაც საკითხი გადაგზავნილ იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსში განსახილველად. 04. ვინაიდან საპროექტო ნაკვეთი ხვდება შსს შეზღუდვაში, თქვენი განაცხადი გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში განსახილველად (60-01263204611); პასუხი გეცნობებათ დანართის სახით; 05. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე ინტერაქტიული რუკის მიხედვით ვრცელდება ხაზოვრივი ნაგებობა ს/კ: 01.00.117 - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი, 01.02.267 - შპს „მაგთიკომის“ საკომუნიკაციო ნაგებობა, 01.03.947 - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ხიდი, საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი მესაკუთრეების პოზიცაი სამშენებლო სამუშოებთან დაკავშირებით; არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  4. 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • TOPO GEGMA, CHAVCHAVADZIS GAMZ.#33.dwg

დასკვნები და აზომვები2

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა