მირზა შაფის ქუჩა
- საერთო ფართობი
- 3 047 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 3 047 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 3 047 მ²
- სიმაღლე
- 0,7 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 245 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ აბრამიშვილი
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჯანიბეგაშვილი
- პირადი ნომერი
- *********46
- ორგანიზაცია
- შპს აპოლო გ.ს.
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 202430468
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- ვლადიმერ აბრამიშვილი
- პირადი ნომერი
- *********15
- ორგანიზაცია
- შპს დემარკი
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205196759
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- გიორგი კირკიტაძე
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11169581
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 17 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 20 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 20 ნოემბერი, 2026 (3 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ დამატებით წარმოსადგენია: - მოთხოვნის შინაარსი: დაზუსტდეს (ვინაიდან მოთხოვნილია მხოლოდ პროექტის შეთანხმება მაშინ, როდესაც ნომენკლატურის შესაბამისად ასევე მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვა), მიეთითოს ასევე საპროექტო ნაგებობის შესაბამისი კლასი (აღნიშნულის ნაცვლად მითითებულია კატეგორია), ასევე განიმარტოს: მოთხოვნილია მოპირკეთება (ისე, როგორც აღნიშნულია განმარტებით ბარათში), თუ არსებული საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა; - საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა: მიეთითოს შესაბამისი მასშტაბი, დაფიქსირდეს არსებული ყველა ხე-ნარგავები (მანძილების მითითებით), პირობითი აღნიშვნები/ექსპლიკაცია, აისახოს არსებული ყველა საინჟინრო-კომუნალური ქსელები, დაფიქსირდეს რეგისტრირებული ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები, გენგეგმაზე საპროექტო ნაგებობად დაფიქსირდეს მხოლოდ არჩეული ნომენკლატურის შესაბამისად საავტომობილო გზა (აღნიშნულის ნაცვლად “A”, “B”, “C” ბლოკების შენობებია); - მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები: მითითებულ ველში დაფიქსირდეს რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა, ასევე წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია (სამართლებრივი საფუძვლები); - საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი: პროექტის გეგმაზე მოინიშნოს საპროექტო გზა განსხვავებულ თვალსაჩინო ფერში (ვინაიდან უკვე ასახული ასევე გათვალისწინებულია 01.18.04.018.067 მიწის ნაკვეთზეც, რასაც არ მოიცავს ინტერაქტიულ რუკაზე განსაზღვრული ტრაექტორია), გარკვევით დაფიქსირდეს მიმდებარედ არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო საზღვრები შესაბამისი კოდებით), წარმოსადგენია საპროექტო ნაგებობის არსებული სიტუაციის ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟი; - კონსტრუქციული პროექტი: დაფიქსირდეს საკადასტრო საზღვრები; - მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი: მიეთითოს შესაბამისი რიცხვითი მაჩვენებელი და წარმოდგენილი იქნას მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; - საინფორმაციო დაფა - ბანერი: მიეთითოს საპროექტო ნაგებობის სიგრძე; - მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი: წარმოდგენილი ორგანიზების პროექტის შესაბამისად ასევე საუბარია საყრდენი კედლების მოწყობაზე მაშინ, როდესაც წარმოდგენილი ნომენკლატურა და დოკუმენტაცია მხოლოდ საავტომობილო გზის თაობაზეა (იმ შემთხვევაში, თუ საყრდენი კედლების მოწყობა გამოწვეულია საავტომობილო გზის მოწყობით, აისახოს საპროექტო დოკუმენტაციაში ან დაკორექტირდეს მშენებლობის ორგანიზების პროექტი). გეგმაზე ასევე აისახოს წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად მოთხოვნილი დროებითი ნაგებობების განთავსება; - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიერ შეთანხმებული მოძრაობის სქემები; - მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევის ანგარიში; - საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება: წარმოდგენილ გეოლოგიურ კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თავში არ არის მოცემული ინფორმაცია ფენა 2-ის ჯირჯვადობა/შეკლების შესახებ, წარმოდგენილი არ არის გეოლოგიური ჭრილები, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული დოკუმენტები მითითებულის გამოსწორებით; - საპროექტო ნაგებობის საექსპერტო შეფასება : წარმოდგენილია მხოლოდ საყრდენი კედლების თაობაზე მაშინ, როდესაც განცხადებით მოთხოვნილია საავტომობილო გზა; - წარმომადგენელის არსებობის შემთხვევაში მინდობილობა/რწმუნებულება: მოთხოვნა დაყენებულია ვლადიმერ აბრამიშვილის (პირადი N01011025815) მიერ, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ არის უფლებამოსილი განმცხადებელი ვინაიდან და რადგანაც მისი უფლებამოსილების დასტურად წარმოდგენილია ნოტარიუს დავით იმნაძის მიერ 2024 წლის 27 სექტემბერს დამოწმებული მინდობილობა, რომელსაც ძალმოსილების ვადა სრულად ამოეწურა 2025 წლის 27 სექტემბრის დასრულებისთანავე; - N01.01.834 და N01.00.287 ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203826002), N01.00.386 ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის სს „სილქნეტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204566978) და N01.00.039 ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის შპს „ახალი ქსელების“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211326732) სათანადო უფლებამოსილებისა და კომპეტენციის მქონე პირთა მიერ წერილობით გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული თანხმობები მასზედ, რომ საკითხის განმხილველმა უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილოს შპს „აპოლო გ.ს.“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202430468) მოთხოვნა (წარმოდგენილი ვლადიმერ აბრამიშვილის (პირადი N01011025815) მიერ NAR11169581 განცხადებით), შეითანხმოს ხაზობრივი ნაგებობის პროექტი და გაცეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა (წერილობით გაცემულ თანხმობებში ყველა რეკვიზიტისა და ინფორმაციის მითითება უნდა განხორციელდეს ზუსტად და სრულად, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სხვა დანარჩენი დოკუმენტების შესაბამისად); - 2025 წლის 16 მაისის მდგომარეობით მომზადებულ, სარეგისტრაციო ნომრით N882025545651 საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ახალი ქსელების“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211326732) საკუთრებაში არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე ასახული ყადაღის წარმოშობის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის N2/9086-20 განჩინება სრული სახით ყველა გვერდის შემცველობით - სათანადო წესით დამოწმებული; - 2026 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მომზადებულ, სარეგისტრაციო ნომრით N882026502914 საჯარო რეესტრის ამონაწერში ლევან ძიძიშვილის (პირადი N01024015484) საკუთრებაში არსებულ N01.18.04.019.041 მიწის ნაკვეთზე ასახული ყადაღის წარმოშობის საფუძველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 01 მაისის NSP260524382 მიმართვა სათანადო წესით დამოწმებული; - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204521794), როგორც საზოგადოებრივი სივრცისა და აგრეთვე, როგორც: N01.03.141 და N01.00.121 ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობით გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მასზედ, რომ საკითხის განმხილველმა უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილოს შპს „აპოლო გ.ს.“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202430468) მოთხოვნა (წარმოდგენილი ვლადიმერ აბრამიშვილის (პირადი N01011025815) მიერ NAR11169581 განცხადებით), შეითანხმოს ხაზობრივი ნაგებობის პროექტი და გაცეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა; - ნამდვილად N01.18.04.018.067 მიწის ნაკვეთზე მოქმედი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100 პროცენტის დასწრება-მონაწილეობით ჩატარებული კრების ამსახველი წერილობითი ოქმი - მასზედ ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმებით, რომელშიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების 100 პროცენტის დადებითი ნებელობა ცალსახად უნდა იქნეს გამოხატული მასზედ, რომ საკითხის განმხილველმა უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილოს შპს „აპოლო გ.ს.“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202430468) მოთხოვნა (წარმოდგენილი ვლადიმერ აბრამიშვილის (პირადი N01011025815) მიერ NAR11169581 განცხადებით), შეითანხმოს ხაზობრივი ნაგებობის პროექტი და გაცეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმში ყველა რეკვიზიტისა და ინფორმაციის მითითება უნდა განხორციელდეს ზუსტად და სრულად, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სხვა
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 ნოემბერი, 2026განაცხადი წარდგენილია
- 13 ნოემბერი, 2026განაცხადი დარეგისტრირდა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები5
დასკვნები და აზომვები2
სხვა ფაილები6
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა