ქალაქი თბილისი , ქუჩა გუდამაყარი , N 16
დამკვეთი
- სახელი
- ნიკოლოზ ხარატიშვილი
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.06.010.005
- მესაკუთრე
- ირინა ხოდოვა (P/N: *********56)
- ფართობი
- 463 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.06.010.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11169601
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 14 ნოემბერი, 2026
- სახეობა
- მიშენება ან მიშენება - დაშენება
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 19 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 19 ნოემბერი, 2026 (4 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. სატიტულო ინფორმაცია. -> .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: • მიუთითეთ: ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. 2. სარეკონსტრუქციო ობიექტის ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო გენერალური გეგმების pdf ფაილი. : • მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმა წარმოდგენილ იქნას შემდეგი სახით (გაბარიტული და ღერძულა ზომების, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, მიჯნის ზონების, მიწის ნაკვეთის გამწვანებისა და სხვა ასპექტების ასახვით), დაიტანეთ სახურავის სიმაღლის ნიშნულები. • დაიტანეთ გაპის ეტაპზე დადგენილი განაშენიანების რეგულირების ხაზი, უკანა ეზოსთვის. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ უახლესი, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, ამჟამად წარმოდგენილია 22/06/2026 წლის AR11135461 განაცხადის ფოტოები. 4. შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო ობიექტის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო გეგგმების pdf ფაილი. : • დაიტანეთ ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრა აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში. 5. სარეკონსტრუქციო ობიექტის შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო ჭრილების pdf ფაილი. : • შტამპებზე სწორად მიუთითეთ ნახაზის სახელწოდება. 6. სარეკონსტრუქციო ობიექტის შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .სარეკონსტრუქციო ობიექტის არსებული და საპროექტო ფასადების pdf ფაილი. : • წარმოდგენილ იქნას -2.40 ნიშნულის მიწისპირა სართულის განშლა, რელიეფის ხაზისა და ფართის მითითებით. შესაბამისად დაანგარიშდეს მიწისპირა სართული • მიწისპირა სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა, ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს აღემატება. • მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; • სრული საპროექტო დოკუმენტაცია გადამოწმდება დამატებით. • წარმოადგინეთ კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. 7. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : • ვექტორულ ფაილში წარმოადგინეთ განაშენიანების ფართობის როგორც არსებული, ასევე, საპროექტო კროკი. საჭირო ველი შეავსეთ სწორად. 8. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: • მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშავებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); • სიმაღლე საჭიროა განსაზღვროთ როგორც საზოგადოებრივი სივრცეებიდან, ასევე, უკანა ეზოს მხრიდან. 9. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით, II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი. 10. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: • გადახდილ იქნას რეკონსტრუქციით გათვალისწინებული ნამატი კ2 კოეფიციენტის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი. 11. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა, შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. 12. საინფორმაციო დაფა - ბანერი. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 და მე-3, ქვეპუნქტების შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის დაზუსტებულ სართულიანობას ან/და გაბარიტებს. ვ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან განაშენიანების დეტალური გეგმის რეკვიზიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 13. "ფაილის მიმაგრება • საპროექტო მიწის ნაკვეთთან ახლოს გადის ხაზოვანი ნაგებობები: • 
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში
- 14 ნოემბერი, 2026განაცხადი წარდგენილია
- 13 ნოემბერი, 2026განაცხადი დარეგისტრირდა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები6
დასკვნები და აზომვები1
- კონსტ. პროექტი; საექსპერტო დასკვნა.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები7
- აქსონომეტრიული ხედები.pdfგახსნა ↗
- ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗
- 1_1 - Photo.jpgგახსნა ↗
- 1_2 - Photo.jpgგახსნა ↗
- 1_3 - Photo.jpgგახსნა ↗
- სიმაღლის განმსაზღვრელი სქემა.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- mopi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა