OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12; საქანელას ქუჩის მიმდებარედ

AR11170182ახალი მშენებლობამრავალბინიანი18 ნოემბერი, 2026
სიმაღლე
113,2 მ

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8170848
გადაწყვეტილების თარიღი
20 ნოემბერი, 2026
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
20 ნოემბერი, 2026 – 20 ნოემბერი, 2030
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სოსო ბერიძე

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გიორგი ჭიჭინაძე
    პირადი ნომერი
    *********50
    ორგანიზაცია
    შპს "საქანელა დეველოპმენტ"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404718873
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ლიანა მექვაბიშვილი
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ია მშვიდობაძე
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    დემური ტაბატაძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.04.003.051
მესაკუთრე
თენგიზ გასვიანი (P/N: *********56)
ფართობი
22 835 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11170182
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 ნოემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 20 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    1. გაიცეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 მარტის N95 განკარგულებით შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, N 01.15.04.003.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობები B6 და B7) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 ნოემბრიდან 2030 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) მოსამზადებელი სამუშაოები,რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან 2) მოსამზადებელი სამუშაოები,რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან 3) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება 4) ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები, ბ) შენობანაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა -15.52 მ ნიშნულამდე; 5). ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა მიწის ნიშნულამდე; (ნიშნ.-15.52-დან-8.32-მდე) 6) შენობა-ნაგებობის შემდგომი სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;(ნიშნ.-8.32- დან.+10.68-მდე) 7) შენობა-ნაგებობის შემდგომი სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;(ნიშნ.+10.68- დან.+35.28-მდე) 8) შენობა-ნაგებობის შემდგომი სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;(ნიშნ.+35.28- დან.+59.78-მდე) 9) შენობა-ნაგებობის შემდგომი სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;(ნიშნ.+84.28 +105.90-მდე) 10) შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; შენობა- ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა;შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები;მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2026 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, საპროექტო შენობის ვიზუალიზაციით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 5. ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საპროექტო ობიექტის მშენებლობის საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრესთან. 6. მშენებლობის წარმოებისას დაცული იქნას ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხის მოჭრის ან გადარგვის საჭიროების შემთხვევაში საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან. 7. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია ადგილზე იქონიოს წინამდებარე ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო მოედნის გეგმის შესაბამისი დროებითი მოძრაობის ორგანიზების სქემა. 8. მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს და სამშენებლო მოედანზე იქონიოს საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელ-გაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების, წყალარინების და შიდა ინფრასტრუქტურის) სქემები. 9. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამონაწერში ვალდებულების დაფიქსირება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 10 დეკემბრის N25.2017.2367 განკარგულების მიხედვით შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენობანაგებობაში არსებული საზოგადოებრივი ფუნქციის ცვლილება მისი შემცირების მიზნით დაუშვებელია. შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ამონაწერში დაფიქსირდეს ვალდებულება: „შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენობა-ნაგებობაში არსებული საზოგადოებრივი ფართის დანიშნულების უცვლელად შენარჩუნების პირობით.“. 10.. განემარტოს დამკვეთს, რომ იმ შემთხვევაში თუ მშენებლობის მიმდინარეობისას საპროექტო არეალში აღმოჩნდება მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურა, მშენებლობა უნდა შეჩერდეს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან დამატებითი თანხმობის მოპოვებამდე.

    მეტის ჩვენება
  2. 20 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალახელახლა განხილვაზე → პასუხის რეჟიმში
  3. 20 ნოემბერი, 2026გადაწყვეტილება8170848 - თანხმობა
  4. 19 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  5. 19 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადი გიბუნდებათ შუალედური სტატუსით აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  6. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგადახდის მოლოდინში → დრაფტი
  7. 18 ნოემბერი, 2026განაცხადი წარდგენილია
  8. 18 ნოემბერი, 2026განაცხადი დარეგისტრირდა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • 2026.11.17__არსებული სიტუაციის ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗

დასკვნები და აზომვები2

  • 2026.09.30 _ საინჟინრო გეოლოგიის ექსპერტიზა.pdfგახსნა ↗
  • დასკვნა კონსტრუქციებზე - საქანელა B6_B7_r[number].pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა