ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34 , შიდა კვარტალში , N101-ე სკოლის მოპირდაპირედ , (ნაკვეთი N16,17,18,19)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 606440
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 მარტი, 2013
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ანა ხაზალაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205218110
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.042.114
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "ტერასა" (205218110) (205218110)
- ფართობი
- 2 300 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.042.114საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1117643
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 19 მარტი, 2013
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 მარტი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობის ფასადზე აივნის ამოშენება-შემონვის განხირციელებას გაცნობებთ, რომ ,,ქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ,, და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იერსახის აღდგენის მიზნით. ასევე დოკუმენტურად უნდა იქნეს დადასტურებული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა და ის ფაქტი, რომ უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ან ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები არ შეესაბამება განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, რაც არსებული სიტუაციის ფოტოსურათების მიხედვით ირკვევა, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის იერსახე დარღვეული არ არის და თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები მიზნად არ ისახავს კორპუსის ერთიანი იერსახის მოწესრიგებას, ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამჟამად არსებული შენობა ახალაშენებულია, გარკვეულწილად ჩამოყალიბებული იერსახის მატარებელია და წარმოადგენს ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს, მისი ვიზუალიზაციის ცვლილება კი წარმოდგენილი სახით მიუღებელია. სამსახური ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რაიმე სახის ნებართვა და თვლის, რომ აღნიშნულის განხორციელება არ უნდა იქნას სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო, რათა არ იქნას ერთეული სახით შენობის ფასადის გაუარესება, აღნიშნული გარემოების გამო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მსგავსი სახით დააკმაროფილოს თქვენი მოთხოვნა. აქვე გაცნობებთ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადზე, აივნების ამოშენება-შემინვა ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ესკიზის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც შესაბამისი წერილობითი თანხმობა გაიცემა სამუშაოების ერთიანი სახით განხორციელებაზე. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი ახალაშენებულია და მისი ფასადი დარღვეული არ არის, შემუშავებული უნდა იქნას ერთიანი ფოტომონტაჟი (სარეკონსტრუქციო აივანის ორივე ვერტიკალურ სვეტში არსებული ყველა ღია აივანი უნდა ამოშენდეს), რომლის თანახმად წერილობითი თანხმობები გაიცემა ყველა სარეკონსტრუქციო ფართის მესაკუთრეზე. ამასთანავე გაცნობებთ: – საჭიროა '"ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან" ველში დააფიქსიროთ ყველა საპროექტო ფართის მთლიანი საკადასტრო კოდი (წილობრივი მონაცემებით) ან შესაძლებელია "ფაილის მიმაგრების" ველში ატვირთოთ ყველა სარეკონსტრუქციო ფართის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. – არქიტექტურის სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს ერთ–ერთმა მესაკუთრემ და "ფართის მესაკუთრეთა თანხმობის" ველში ატვირთულ იქნას დანარჩენი მესაკუთრეების თანხმობები, ასევე შესაძლებელია თანაგანმცხადებლის ველში დაფიქსირდეს დანარჩენი მესაკუთრეები ან შესაძლებელი მოგვმართოს მინდობილმა პირმა (ასეთ შემთხვევაში "წარმომადგენლის მინდობილობა/რწმუნებულების" ველში ატვირთული უნდა იყოს ყველა მესაკუთრის მინდობილობა). – საჭიროა წარმოადგინოთ ახალი ფოტომონტაჟი ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. – წარმოსადგენია საცხოვრებელი სახლის პროექტის ავტორის წერილობითი თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 მარტი, 2013გადაწყვეტილება606440
- 19 მარტი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა