ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , "დიდი დიღომი" / ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 639065
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 აპრილი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მურათ ბექარ
- დეველოპერი (ს/კ)
- 205298667
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.549
- მესაკუთრე
- მურათ ბექარ (P/N: *********91) (P/N: *********91)
- ფართობი
- 1 097 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.549საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1119831
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 მარტი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 აპრილი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 27 მარტს #AR1119831 განცხადებით მომართა მურათ ბექარმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებით ქ. თბილისში, სოფელ დიღომში , "დიდი დიღომი" მოქალაქე მურათ ბექარის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.72.14.035.549) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია მურათ ბექარი. მოქალაქე მურათ ბექარის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (რეგისტრაციის #882013022618; მომზადების თარიღი 28.01.2013; საკადასტრო კოდი 01.72.14.035.549), ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დღეის მდგომარეობით ფიქსირდება ე.ს. ამხანაგობა ,,გეოთური” (საიდენტიფიკაციო კოდი #205298667). ასევე, წარმოდგენილია ერთობლივი საქმიანობის ამახანაგობა "გეოთური"–ს 2011 წლის 12 ივლისის #1 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მურათ ბექარს (პ/ნ:01008050291). შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ცვლილების განხორციელება სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად მურათ ბექარის ნაცვლად ე.ს. ამხანაგობა "გეოთური"–ს დაფიქსირება. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან ე.ს. ამახანაგობა "გეოთური"–ს თავმჯდომარე მურათ ბექარი თანხმობას აცხადებს დამკვეთად მურათ ბექარის ნაცვლად ე.ს. ამხანაგობა "გეოთური"–ს დაფიქსირების თაობაზე, სამსახურმა მიზანშეწონლილად ჩათვალა შეიტანოს ცვლილება 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ცვლილება შევიდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად მურათ ბექარის ნაცვლად მიეთითოს ე.ს. ამხანაგობა "გეოთური". 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 2012 წლის 12 ივლისის #260043 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 აპრილი, 2013გადაწყვეტილება639065 - თანხმობა
- 11 აპრილი, 2013ქალაქის პასუხი
- 11 აპრილი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Xelshekruleba erToblivi saqmianobis Sesaxeb.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა