OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , N 110ა (ნაკვ.01/016)

AR1122995სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 აპრილი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
632262
გადაწყვეტილების თარიღი
26 აპრილი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ბექაური
ორგანიზაცია
6967
დეველოპერი (ს/კ)
208145489

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.13.001.016
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "თრიი ენდ მეთალ ფროდაქშენ" (208145489)
ფართობი
27 906 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1122995
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 აპრილი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 აპრილი, 2013ქალაქის პასუხი

    საპროექტო ობიექტის დასახელება: ღვინის ქარხანა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: # 01.19.13.001.016 მიწის ნაკვეთის ფართობი: 27906 კვ.მ ​ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: სარეკრეაციო ზონა 2 (რზ–2); სამრეწველო ზონა 2 (ს–2) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური კოეფიციენტი: რზ–2 კ 1– 0.2; ს–2 კ1– მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი:რზ–2 კ2 –; ს–2 კ2– მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი:რზ–2 კ3 – ; ს–2 კ3– მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების დომინირებული ფუნქციური სახეობა: რზ–2 მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; ს–2 სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები. ფუნქცია: საწარმოო დამატებითი დოკუმენტაცია: მოქმედი ფუნქციური ზონების მაჩვენებელი სქემატური ნახაზი; შენიშვნა: ა)დაცული იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი (იხ. დანართი) ბ) ვინაიდან ტერიტორიაზე ვრცელდება შეზღუდვის ზონა–საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ 2009 წლის 18 თებერვლის #104 საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით 2009-2011 წლიდან დაგეგმილია გზების მონაკვეთების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეჩერებული იქნა გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა შესაბამისად საპროექტო ობიექტი უნდა განთავსდეს სამრეწველო ზონა 2–ის (ს–2–ის) მოქმედების არეალში. გ) იმ შემთხვევაში თუ ობიექტები თავისი მახასიათებლებით მიეკუთვნება მე-V კლასს დაქვემდებარებულ ნაგებობას მშენებლობის ნებართვის სამივე სტადიას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. -საპროექტო ობიექტები განთავსდეს სამრეწველო ზონა 2–ის (ს–2) მოქმედების არეალში საკადასტრო რუკით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ”ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მუხლი 34-ის მიხედვით; - შენობების მიწისქვეშა სივრცის გამოყენება მოხდეს საპროექტო ობიექტის ფუნქციის და ნაკვეთის შესაძლებლობის შესაბამისად; შესაძლებელია მოეწყოს მიწისქვეშა ავტოფარეხები ან დამხმარე სათავსები; –ღია ავტოსადგომები განთავსდეს საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტროს საზღვრებში; -დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; - ტერიტორიაზე კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში დაცული იქნეს საპროექტო ობიექტის განთავსების ნორმები, ხოლო მათი გადატანის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან ან მფლობელებთან. პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილი იქნეს: –ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს წარმოდგენილი იქნეს: -საინფორმაციო დაფის (ბანერის) ახლო და შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოები; -მშენებლობის ორგანიზების პროექტი (მხოლოდ უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგძლივობის გათვალისწინებით); -მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდილი საპროექტო ობიექტის განაშენიანების ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით. –ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და სხვა პასუხისმგებელი პირის/პირების არსებობის შემთხვევაში მისი/მათი ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლიარი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით შემდეგი დოკუმენტაცია: -საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; - შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი შენობის კლასიდან გამომდინარე; -საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო საექსპერტო შეფასება საპროექტო ობიექტის კლასიდან გამომდინარე; -საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის კვლევა; – საჭიროებისამებრ მავნე ნივთიერებების ემისიების ინვენტარიზაცია და დასკვნა იმის შესახებ, რომ მავნე ნივთიერებების რაოდენობა არ აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმას; - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი; ტერიტორია კეთილმოეწყოს და გამწვანდეს; –შენარჩუნებული იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან; არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იქნეს: -ფანჯრების, ფრამუნგებისა და კარის სპეციფიკაცია; -დამცავი საშუალებების (ჟალუზების და გისოსების ერთიანი გადაწყვეტა მოხდეს შენობის ინტერიერის შიდა სივრცეში) განთავსება მოხდეს შიდა მხრიდან; -შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) გადახურვის მასალისა და ფერის მითითებით; - შენობა-ნაგებობის ფასადები, ჭრილები, გეგმები; - გათვალისწინებული იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; – გამოიყოს ადგილი სანაგვე ყუთების განსათავსებლად. – მოეწყოს პანდუსი უნარშეზღუდულ პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის; მშენებლობის ნებართვა გაიცემა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია – მიწის

    მეტის ჩვენება
  2. 26 აპრილი, 2013გადაწყვეტილება632262 - თანხმობა
  3. 8 აპრილი, 2013ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა