OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გამზირი დავით აღმაშენებელი , N 106

AR1125234რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება16 აპრილი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ეკატერინე ჩაჩხიანი
დეველოპერი (ს/კ)
202165236

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.08.007.007.01.563
მესაკუთრე
შპს "მაგელანი" (202165236)
ფართობი
85 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1125234
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
16 აპრილი, 2013
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 აპრილი, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული განაცხადი, რომელიც ეხება ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N106–ში არსებულ შენობაზე სარეკლამო აბრების მოწყობის საკითხს. გაცნობებთ, რომ მხატვრული თვალსაზრისით სამსახურისთვის არ არის მისაღები კედელზე მიმაგრებული ვერტიკალური სარეკლამო აბრის განთავსება; ასევე, რეკომენდირებულია შემცირდეს არასტაციონალური სარეკლამო დაფის ზომები (1X0,7მ–მდე) და ტენტზე მითითებული იქნეს ფერი. ამასთანავე გაცნობებთ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N106-ში არსებულ შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თქვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები განეკუთვნება მცირე სარეაბილიტაციო სამუშოებს (ფასადის სამღებრო სამუშაოები; აბრებისა და შუქფრების განთავსება; საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთება, გამოცვლა, დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო, ასევე ძეგლის გაწმენდის სამუშაოები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ არასწორად მოხდა განაცხადის დარეგისტრირება, რადგან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება და თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ნომენკლატურაში: ელექტრონული განაცხადები>მშენებლობის ნებართვა>კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი>მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური ამ ეტაპზე თქვენს მოთხოვნას , ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N106–ში არსებულ შენობაზე სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვცის გაცემასთან დაკავშირებით ვერ დააკმაყოფილებს. სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით კრექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის ნომენკლატურაში ატვირთვის შემდგომ სამსახურს მიეცემა შესძლებლობა იმსჯელოს თქვენი მოთხოვნის შესახებ.

    მეტის ჩვენება
  2. 16 აპრილი, 2013ფაილები აიტვირთა
  3. 16 აპრილი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა