ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34
დამკვეთი
- სახელი
- ანდრო დოლიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 401966057
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.040.221
- მესაკუთრე
- შპს ენტერტეინმენტ ჰოლდინგი (401966057)
- ფართობი
- 580 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.040.221საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1130619
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 მაისი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 61 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ივლისი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ-არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 მაისის #657829 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ-არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 10 მაისს #AR1130619 განცხადებით მომართა ანდრო დოლიძემ და მოითხოვა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ 2013 წლის 08 მაისის #657829 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, კერძოდ: აღნიშნული ბრძანებიდან მეოთხე პუნქტის ამოღება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 08.05.2013 წ. #657829 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.03.040.221), გასართობი ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლოს ნებართვა. აღნიშნული ბრძანების მე–4 პუნქტით დამკვეთს დაევალა კ–2 კოეფიციენტის მომატებისათვის მოსაკრებლის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განისაზღვრა, რომ დამკვეთს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 06 ნოემბრის #3141 განკარგულებით ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. #34-ში მდებარე #01.14.03.040.221 მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები K-2 განისაზღვრა – 3,4. 2013 წლის 10 მაისს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს #AR113040 განცხადებით მომართა მოქალაქე ანდრო დოლიძემ, მოითხოვა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების მოხსნა და აღნიშნულის გამო ქ. თბილისის მერის 2012 წლის 06 ნოემბრის #3141 განკარგულების გაუქმება. ქ. თბილისის მერის 2013 წლის 30 მაისის #1037 განკარგულებით ალ. ყაზბეგის გამზ. #34-ში მდებარე #01.14.03.040.221 მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები შეიცვალა და განისაზღვრა K-2=2.5, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით საპროექტო ტერიტორიისთვის. აღნიშნული საკითხი განმეორებით განიხილა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რის საფუძველზეც გამოიცა ქ. თბილისის მერის 05.07.2013 წლის #1389 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების თანახმად ქ. თბილისის მერის 2012 წლის 06 ნოემბრის #3141 განკარგულება ძალაში შესვლის დღიდან გამოცხადდა ძალადაკარგულად, ხოლო ქ. თბილისის მერის 2013 წლის 30 მაისის #1037 განკარგულება კი იქნა ცნობილი ბათილად. „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისი #7–41 გადაწყვეტილების თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ დადგენილი წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას.სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცხადია, რომ იურიდიული პირის მიმართ არ არის გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, შესაბამისად მას ვერ დაეკისრება ვალდებულება გადაიხადოს მოსაკრებელი კ–2 კოეფიციენტის გაზრდისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის ნიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე შეიტანოს ცვლილება და დამატება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 96–ე, მე–100, მუხლების ქ. თბილისის მერის 05.07.2013 წლის #1389 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისი #7–41 გადაწყვეტილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 მაისის #657829 ბრძანებაში, კერძოდ: ამოღებულ იქნას მეოთხე პუნქტი; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 08 მაისის #657829 ბრძანებასთან ერთად; 3. აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა