OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ვაზისუბანი, ეშბას ქუჩაზე

AR1131003სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 მაისი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
713699
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივნისი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თეიმურაზ ქუტაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406090091

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.07.031.001
მესაკუთრე
შპს "მეთანი" (406090091)
ფართობი
1 389 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1131003
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 მაისი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივნისი, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 01 ივლისს დამტკიცებული №591 სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და 2010 წლის 12 თებერვლის №01/305 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 13 მაისს №AR1131003 განცხადებით მომართა შპს „მეთანი“-ს დირექტორმა მოქ. თეიმურაზ ქუტაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 01 ივლისს დამტკიცებული №591 სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და 2010 წლის 12 თებერვლის №01/305 ბრძანების და 10.05.2010 წლის #ნ/1009-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 01 ივლისს თეიმურაზ ქუტაშვილის კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე დამტკიცდა №591 სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები ქ. თბილისში , სექტორი ისანი, ვაზისუბანი, უშბას ქუჩაზე სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტის ასაშენებლად. აღნიშნული პირობების საფუძველზე სამსახურის 2010 წლის 12 თებერვლის №01/305 ბრძანებით შეთანხმდა პროექტი და 10.05.2010 წელს გაიცა #ნ/1009 მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/1009-1). დამკვეთის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები, საიდანაც დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არ არის ნაწარმოები არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები და დამკვეთს აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან, დამკვეთის მიერ არ არის ნაწარმოები არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, მას აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ზემოაღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცებული №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობები და ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანება. ხოლო, მშენებლობის ნებართვა ვადის გასვლის გამო წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს შპს „მეთანი“-ს დირექტორის მოქ. თეიმურაზ ქუტაშვილის 2013 წლის 13 მაისის №AR1131003 ელექტრონული განცხადების მოთხოვნა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 01 ივლისს დამტკიცებული №591 სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები და 2010 წლის 12 თებერვლის №01/305 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივნისი, 2013გადაწყვეტილება713699 - თანხმობა
  3. 13 მაისი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა