ქალაქი თბილისი , ქუჩა ბროსე , N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 727334
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 ივნისი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ქეთევან ფანცულაია
- ორგანიზაცია
- 27731
- დეველოპერი (ს/კ)
- 203825682
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.04.005.037
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "აიდეკო" (203825682) (203825682)
- ფართობი
- 4 361 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.04.005.037საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1135502
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 31 მაისი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 24 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 ივნისი, 2013გადაწყვეტილება727334 - თანხმობა
- 24 ივნისი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მაისის #689253 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 31 მაისს #არ1135502 განცხადებით მომართა მოქ. ქეთევან ფანცულაიმ და მოითხოვა სამსახურის 20.05.2013წ. #689253 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა საქრთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არიქტექტურის სამსახურის 20.05.2013წ. #689253 ბრძანებით ქ. თბილისში, ბროსეს ქ. #2–ში, სააქციო საზოგადოება „აიდეკო“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტისა და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში შეცდომით იქნა დაფიქსირებული სამშენებლო ობიექტის საპროექტო საერთო ფართის, საზაფხულო და საცხოვრებელი ფართების ციფრობრივი მაჩვენებლები. კერძოდ: საერთო ფართად 18231.5 კვ.მ.–ის ნაცვცლად უნდა იყოს 18229.9 კვ.მ., საცხოვრებელ ფართად 7303.5 კვ.მ.–ის ნაცვლად 7297.7კვ.მ. და საზაფხულო ფართად ნაცვლად 973.3 კვ.მ.–სა უნდა დაფიქსირებულიყო 977.5 კვ.მ. ამასთან, შეცდომის იქნა დაფიქსირებული სარეკონსტრუქციო შენობის არსებული საერთო, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მაისის #689253 ბრძანებაში. კერძოდ,1) პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საერთო ფართი – 18229.9 კვ.მ.; საცხოვრებელი ფართი – 7297.7კვ.მ. და საზაფხულო ფართი – 977.5 კვ.მ.; 2) სარეკონსტრუქციო შენოა ნაგებობის (არსებულ) ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართად დაფიქსირდეს – 18229.2 კვ.მ.; საცხოვრებელ ფართად – 7266.2 კვ.მ. და საზაფხულო ფართად – 1005.6 კვ.მ.; 2. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მაისის #689253 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა