ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩაჩავა , N 8
დამკვეთი
- სახელი
- ზაალ ვარსიმაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204909073
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.005.001
- მესაკუთრე
- შპს "ლ.დ." (204909073) (204909073)
- ფართობი
- 6 499 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.005.001საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1138403
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 11 ივნისი, 2013
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 ივნისი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ატვირთული საპროექტო დოკუმენატცია, შპს "ლ.დ."-ს საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ბელიაშვილის ქუჩის მხარეს დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობა განთავსების თაობაზე . პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის ამასთანავე, ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) .ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს და თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები არ შეესაბამება განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სამსახური ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის ბელიაშვილის ქუჩის მხარეს ორიენტაციით კონტეინერის განთავსებაზე , რათა შემდგომში აღნიშნული არ იქნას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალების გასწვრივ მსგავსი სახის ობიექტების განთავსების მაგალითად . გამომდინარე აღნიშნულიდან სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა. ასევე განმეორებით გაცნობებთ, რომ შესაძლებელი იქნება თქვენს მიერ დაგეგმილი დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობა განთავსება იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, თუ მისი განთავსება მოხდება ნაკვეთის სიღრმეში ისე, რომ მისი აღქმა ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან არ იქნას შესაძლებელი , და შესაბამისი წერილობითი თანხმობის მისაღებად საჭიროა გაითვალისწინოთ სამსახურის მიერ №740496 გადაწყვეტილებით მითითებული რეკომენდაცია საქმისათვის საჭირო დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივნისი, 2013ქალაქის პასუხი
- 14 ივნისი, 2013ფაილები აიტვირთა
- 11 ივნისი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა