OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა წყალსადენის , N 13

AR1145375ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება9 ივლისი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
791103
გადაწყვეტილების თარიღი
15 ივლისი, 2013
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი თოხაძე
დეველოპერი (ს/კ)
209439712

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.04.029.008
მესაკუთრე
შპს "ჯაბა" (209439712)
ფართობი
2 136 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1145375
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
9 ივლისი, 2013
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ივლისი, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო შენობა–ნაგებობა თავისი გაბარიტული ზომებით სცდება პირველი კლასის მახასიათებლებს, შესაბამისად საჭიროა გარე პერიმეტრში შენობა–ნაგებობის ფართი დაიყვანეთ 60.0 კვ.მეტრამდე, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად (გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა). ამათგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის შემდგომ (I სტადია), გასავლელი იქნება II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველ რიგში საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის კუთხით, ამისათვის კი უნდა აირჩიოთ შემდეგი სახის ნომენკლატურა: "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები" - "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა" და მოცემული ველები შეავსოთ შესაბამისად. ასევე: 1. დამატებით წარმოსადგენია ორივე ქუჩის მხრიდან, სხვადასხვა რაკურსიდან, მათ შორის შედარებით შორი მანძილიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა და მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟები, ყველა გაბარიტული ზომისა და მასალის მითითებით.. გაითვალისწინეთ, რომ საპროექტო ობიექტი არ უნდა იყოს აღქმადი ქუჩის მხრიდან. 2. ასევე წარმოსადგენია საკადასტრო გეგმა საპროექტო შენობა–ნაგებობის დატანით და გაბარიტული ზომების მითითებით. ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთის ნაწილი დატვირთულია სერვიტუტით, საჭიროა შენობა–ნაგებობის განთავსება მოხდეს სერვიტუტისგან თავისუფალ ტერიტორიაზე. 3. ვინაიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს "ჯაბა"–ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია მოქ. თენგიზ ტრაპაიძე, საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული პირის მინდობილობა გაცემული თქვენს მიმართ, ან მისი თანხმობა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

    მეტის ჩვენება
  2. 15 ივლისი, 2013გადაწყვეტილება791103
  3. 9 ივლისი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა