OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ვაჟა-ფშაველა , N 76ბ , (ნაკვეთი N039/033)

AR1154377სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 აგვისტო, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
862237
გადაწყვეტილების თარიღი
30 აგვისტო, 2013
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
28 თებერვალი, 2013 – 28 აგვისტო, 2013
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გოჩა ჯაიანი
ორგანიზაცია
6493
დეველოპერი (ს/კ)
404992656

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.039.033
მესაკუთრე
შპს "ახალი თბილისი" (205215131) (205215131)
ფართობი
1 684 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1154377
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 აგვისტო, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
17 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 აგვისტო, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 13 აგვისტოს #AR1154377 განცხადებით მომართა შპს „New Tbilisi“–სა და შპს „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“–ს დირექტორმა გოჩა ჯაიანმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ვაჟა–ფშაველას გამზირი #76ბ, (ნაკვ. #039/033) შპს ,,New Tbilisi"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მშენებარე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2013 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია შპს “ახალი თბილისი“. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის #882013366960, თარიღი: 07.08.13; საკადასტრო კოდი: #01.14.03.039.033) საფუძველზე ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი აქვს ახალ მესაკუთრეს – შპს „ბიზნესცენტრი ვაჟაზე“–ს, სამსახურმა მიზანშეწონლილად ჩათვალა შეიტანოს ცვლილება 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებაში და დამკვეთად შპს “ახალი თბილისი“–ს ნაცვლად მიუთითოს შპს „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებაში და დამკვეთად შპს “ახალი თბილისი“–ს ნაცვლად მიეთითოს შპს „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის #543432 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 აგვისტო, 2013გადაწყვეტილება862237 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა