OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა მექანიზაცია , N 1

AR1157271სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 აგვისტო, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
865649
გადაწყვეტილების თარიღი
30 აგვისტო, 2013
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან სიხარულიძე
დეველოპერი (ს/კ)
200002736

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.002.039
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება ,,ავტოშემკეთებელი'' (200002736)
ფართობი
15 895 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1157271
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
25 აგვისტო, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 აგვისტო, 2013გადაწყვეტილება865649 - სხვა
  2. 30 აგვისტო, 2013ქალაქის პასუხი

    თქვენი AR1157271 25.08.2013წ. განაცხადის პასუხად გაცნობებთ რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მითითებული ტერიტორია (საკად. კოდი#01.12.12.002.039) მოქცეულია საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) და სამრეწველო ზონა 1 (ს–1) (იხ.დანართი); საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2)–ში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებია: - მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0,7. - მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=4,6. - მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3=0,1. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება #4-13 ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2), წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასს სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით. შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/ სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის (25%-მდე), აგრეთვე ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა; სამრეწველო ზონა 1 (ს-1): ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე დასაზუსტებელია მოთხოვნა კერძოდ რა ფუნქციების განვითარებას გეგმავთ მრავალფუნქციურ ობიექტში და არსებულის რეკონსტრუქცია გსურთ თუ ცალკე მდგომი შენობა–ნაგებობის განთავსება, ასევე ხდება თუ არა არსებული შენობა–ნაგებობების დემონტაჟი (აღნიშნულის დაფიქსირება შესაძლებელია დახარვეზებულ ველში); ამასთან გაცნობებთ, რომ შენობა–ნაგებობების კომპლექსის დაპროექტების შემთხვევაში, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, მისი ფართობიდან გამომდინარე უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების პროექტი, რომლის შესაბამისადაც მოხდება აღნიშნული ტერიტორიის სამშენებლო განვითარება; გაურკვევლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზს #2378346; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებისთვის განკუთვნილი ვადა განისაზღვრება 15 სამუშაო დღით. განცხადება სამსახურში შემოსულია 2013 წლის 28 იანვარს, საკითხის განსახილველად სამსახურმა გამოიყენა 3 სამუშაო დღე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომლის შემდეგ სამსახურს დარჩენილი აქვს 12 სამუშაო დღე. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არისშეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; აფთიაქი; კლუბი; კინოთეატრი; თეატრი; საკონცერტო დარბაზი; უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; საინფორმაციო ცენტრი; მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; უნივერსალური მაღაზია; სავაჭრო ცენტრი; ბარი; კაფე; რესტორანი; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; ბანკის ფილიალი, განყოფილება; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; ოფისი და კანტორა; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლო; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; სასტუმრო; ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; უმაღლესი სასწავლებელი; პოლიკლინიკა; კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; აეროსადგური; ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; საკულტო შენობები და ნაგებობები.

    მეტის ჩვენება
  3. 25 აგვისტო, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა