OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა გ. ჭყონდიდელი , N 22

AR1158395სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 სექტემბერი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
917117
გადაწყვეტილების თარიღი
1 ოქტომბერი, 2013
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ჯენერი მესხია
დეველოპერი (ს/კ)
400014676

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.024.089
მესაკუთრე
მამუკა იმედაშვილი (P/N: *********80) (P/N: *********80)
ფართობი
464 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1158395
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
9 სექტემბერი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 ოქტომბერი, 2013გადაწყვეტილება917117 - სხვა
  2. 1 ოქტომბერი, 2013ქალაქის პასუხი

    ​დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიი სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 09/09/2013 წელს AR1158395 განცხადებით მომართა ჯენერი მესხიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 08/12/2013 წლის #842520 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 12.08.2013 წელს ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, გ. ჭყონდიდელის ქუჩა, #22-ში, შპს "apollo"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი საკადასტრო კოდი #01.12.12.024.089) #842520 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აქტში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად. გამომდინარე აქედან, უნდა მოხდეს არა ტექნიკური შეცდომის გასწორება, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა. აღნიშნულისათვის საჭიროა განაცხადს შეეცვალოს ნომენკლატურა და დარეგისტრირდეს ჯგუფში – სამართლებრივი საკითხები, ქვეჯგუფი – ცვლილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ამასთანავე, განაცხადის ტექსტი დეტალურად არ ასახავს მიზეზს, რომელიც იწვევს ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენბელბის ცვლილებას. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მითითებულის გარდა ხდება სხვა ციფრობრივი მაჩვენებლების ცვლილება, ვექტორული ფაილების ნაცვლად წარმოსადგენია გეგმები. ამასთანავე, თუ ხდება გეგმა–ნახაზების გრაფიკული ნაწილის ცვლილება უნდა მოხდეს არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა არამედ, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (ჯგუფი – მშენებლობის ნებართვა, ქვეჯგუფი – კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. შესაბამისად, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის საკმარისი 09/09/2013 წელს AR1158395 განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს მას ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური განმარტებითი ბარათი, ვექტორული ფაილები შეცვალოს გეგმებით. საჭროების შემთხვევაში მოახდინოს განაცხადის ნომენკლატურის ცვლილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე, 96–ე მუხლების თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 09/09/2013 წელს AR1158395 განაცხადს შეუცვალოს ნომენკლატურა: ჯგუფი – სამართლებრივი საკითხები, ცვლილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში; 2. ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური განმარტებითი ბარათი და ატვირთოს გეგმა–ნახაზები, 3. განემარტოს განმცხადებელს: გეგმა–ნახაზების ცვლილების შემთხვევაში საჭიროა დოკუმენტაცია წარმოადგინოს არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შესატანად (კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება); 4. პირველი და მეორე პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში 09/09/2013 წელს AR1158395 განცხადება დარჩეს განუხილველი; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვისვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 9 სექტემბერი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა