ქალაქი თბილისი , ქუჩა შმიდტი , N 94 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 51 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 51
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 916998
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 სექტემბერი, 2013
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- არჩილ ოჩიგავა
- ორგანიზაცია
- 5216
- დეველოპერი (ს/კ)
- 211393357
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.15.023.006
- მესაკუთრე
- შპს "აქსის გრუპი" (404954117)
- ფართობი
- 367 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 18 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.15.023.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
- 01.10.15.023.019საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- 01.10.15.023.018საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1159753
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 6 სექტემბერი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 სექტემბერი, 2013ქალაქის პასუხი
06.09.2013წ. #არ1159753 განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ ქ.თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 06.09.2013წ. #არ1159753 განცხადებით მომართა მოქ. არჩილ ოჩიგავამ და მოითხოვა სამსახურის 20.08.2012წ. #309905 ბრძანებაში, ტექნიკურ–ექკონომიკური მაჩვენებლების მითითების ნაწილში, ტექნიკური შეცდომის გასწორება . სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 აგვისოტს #309905 ბრძანებით ქ. თბილისში,საირმის ქ. #51–ში, შმიდტის ქ. #49–ში, შპს „აქსისი“–ს და შპს „საირმე პალასი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები: 01.10.15.023.006; 01.10.15.023.019; 01.10.15.023.018) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის მე–2 ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართა. განმცხადებლის ინფორმაციით შეუსაბამობაა პროექტის PDF ფაილებსა და CAD ფაილებს შეორის, სხვადასხვა დანიშნულების ფართების მითითების ნაწილში. კერძოდ, პდფ ფაილებში არაწორად არის დაფიქსირებული ობიექტის საერთო, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართების ციფრობრივი მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დამატებით გადაამოწმა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი და დაადგინა რომ, CAD ფაილსა და PDF ფაილს შორის მართლაც არის შეუსაბამობა, თუმცა CAD ფაილშიც არ არის სწორად დათვლილი ბინების ფართები. კერძოდ, ბინების ჯამურ ფართობში არ არის გამოკლებული კოლონების და სხვა მზიდი კონსტრუქციების ფართობები, რაც გამოკლებულია ცალკეული ოთახების ფართების დაფიქსირების დროს. შესაბამისად, სამსახური შეძლებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას, მას შემდეგ რაც დამკვეთის მიერ წარმდგენილი იქნება ობიექტის არქიტექტურული პროექტის გასწორებული PDF ფაილები, სწორად დათვლილი ფართების ციფრობრივი მაჩვენებლების ექსპლიკაციაში მითითებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტის კორექტირებული ნახაზების PDF ფაილები, რომელის ექსპლიკაციებშიც დატანილი იქნება საპროექტო ფართების გასწორებული ციფრობირივი მაჩვენებლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ, 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტის კორექტირებული ნახაზების PDF ფაილები, რომელის ექსპლიკაციებშიც დატანილი იქნება საპროექტო ფართების გასწორებული ციფრობირივი მაჩვენებლები და შესაბამისი განმარტებითი ბარათი. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 06.09.2013წ. #არ1159753 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ჟ. შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 სექტემბერი, 2013გადაწყვეტილება916998 - სხვა
- 6 სექტემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- sairme pdf gegma.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა