OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა წინანდალი , N 9 , (ნაკვ. 01/066)

AR1164857სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 სექტემბერი, 2013- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
თამარ როყვა
დეველოპერი (ს/კ)
211385767

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.001.066
მესაკუთრე
შპს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა" (211385767)
ფართობი
4 435 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1164857
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 სექტემბერი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 ოქტომბერი, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 26 სექტემბერს #1164857 განცხადებით მომართა თამარ როყვამ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.02.2010 წ. #ნ/309–1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანა, კერძოდ დამკვეთის შეცვლა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.02.2010 წ. #01/301 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, წინანდლის ქ. #9–ში, შ.პ.ს. „ქ. თბილისის პირველი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა–სახალხო ჰოსპიტალი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე თბილისის I საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკა–ნეიროქირურგიის ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმონა #ნ/309–1), რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 18 თებერვლიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია შ.პ.ს. „ქ. თბილისის პირველი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა–სახალხო ჰოსპიტალი“ (საიდენტიფიკაციო კოდი #211385767). განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის (განაცხადის რეგისტრაციის #892012174126, მომზადების თარიღი: 28/12/2012, საკადასტრო კოდი: #01.17.13.001.066) და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ შ.პ.ს. „ქ. თბილისის პირველი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა–სახალხო ჰოსპიტალს“ შეცვლილი აქვს იურიდიული სახელწოდება და დღეის მდგომარეობით მიწის ნაკევეთის მესაკუთრედ დაფიქსირებულია შ.პ.ს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“ (საიდენტიფიკაციო კოდი #211385767). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან, დღეის მდგომარეობით სამსახურის 12.02.2010 წ. #ნ/309–1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს და ამასთან, პროექტის შეთანხმების სტადიაზე ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ცვლილება შეიტანოს ზემოაღნიშულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად სამსახური ადასტურებს, რომ შ.პ.ს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ საკუთრებაში არსებული ქონების სამშენებლოდ განვითარების შემთხვევაში დამკვეთად შ.პ.ს. „ქ. თბილისის პირველი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა–სახალხო ჰოსპიტალი“–ს ნაცვლად შესაძლებელია დაფიქსირდეს შ.პ.ს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“.

    მეტის ჩვენება
  2. 26 სექტემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
  3. 26 სექტემბერი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა