ქალაქი თბილისი , მექანიზაციის ქუჩა N1 , (ნაკვეთი N1/95)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1006795
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 ნოემბერი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 10 ნოემბერი, 2010 – 10 მაისი, 2012
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ სვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 200257907
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.001.095
- მესაკუთრე
- შპს "ცისკარი 2008" (200257907) (200257907)
- ფართობი
- 1 805 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.001.095საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1172897
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 ოქტომბერი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 26 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 ნოემბერი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.10.2010 წ. #01/2439 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 25/10/2013 წ. #AR1172897 განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ცისკარი 2008“–ის დირექტორმა რევაზ სვანიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.10.2010 წ. #01/2439 ბრძანებისა და #ნ/2666–1 სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 29.10.2010 წ. #01/2439 ბრძანებით ქ. თბილისში, მექანიზაციის ქ. #1–ში, შ.პ.ს. „ცისკარი 2008“–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.12.12.001.095) შეთანხმდა საწყობის, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/2666–1), რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2012 წლის 10 მაისის ჩათვლით. განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე არ არის ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლში მითითებული საფუძვლების გარდა შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან დამკვეთს აღარ გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების ინტერესი და ამასთან, მიწის ნაკვეთზე არ არის ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს 29.10.2010 წ. #01/2439 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ნაწილში. აღნიშნული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში წარმოადგენს ძლადაკარგულ აქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ: ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 29.10.2010 წ. #01/2439 ბრძანება პროექტის შეთანხმების ნაწილში (მშენებლობის სანებართვო მოწმობა ნ/2666-1); ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 ნოემბერი, 2013გადაწყვეტილება1006795 - თანხმობა
- 10 ნოემბერი, 2013ქალაქის პასუხი
- 10 ნოემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- revaz svanidze asrsebuli.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა